-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი ქველმოქმედი საზოგადო მოღვაწე
აბდუშელიშვილი ვასილ გიორგის ძე
აბდუშელიშვილი ვასილ გიორგის ძე (30.IV.1887, სოფ. შალაური, საჩხერის რ-ნი -15.01.1948). მეთოდისტი, საზ. მოღვაწე, ქველმოქმედი, ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); საქართვ. დამსახ. მასწავლებელი (1939); დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1913). მუშაობდა მასწავლებლად თბილ. ქართ. გიმნაზიაში, ქიმიურ ტექნიკუმში, I ათწლიან სკოლაში, I საცდელ–საჩვენებელ სკოლაში, მე–14 და მე–18 საშ. სკოლებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მათ. სწავლების საკითხებზე.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997, გვ.27; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ. 2;