- კატეგორიები: მათემატიკოსი
აბდულაევი რამაზ
აბდულაევი რამაზ (22. XI.1936, თბილისი-01. XI. 2004), ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (წარჩინებით,1960), პერმის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა (1963), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტი (1964). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინსტ. ფუნქციათა თეორიის განყ-ბის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1963 – 1969), იმავე განყ-ბის უფროს მეცნნიერ-თანამშრომლად (1969 – 1989). იყო მათ. ანალიზის განყ-ბის წამყ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989-2004). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო იყო რიმანის ზედაპირებზე ანალიტიკური ფუნქციის სასაზღვრო ამოცანები; მინიმალური ზედაპირების თეორია.