-
ავტორი
- კატეგორიები: კავკასიოლოგი საპატიო დოქტორი
აბდულაევი ისა (Абдуллаев Иса, 12. IV. 1935, დაღესტანი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, საქართველო-დაღესტნის სამეცნ.-საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებაში გამორჩეული ღვაწლისათვის დაღესტნის წადასას სახ. ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინ-ტის მთავარ მეცნიერ–თანამშრომელს, მიენიჭა თსუს საპატიო დოქტორის წოდება (02.05.2011).
ა. ი.-მ დაასრულა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (კავკასიური ენების მიმართულება, 1957). თბილისში, საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1963). მოსკოვში, მეც. აკადემიის ენათმეცნიერების ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ლაკური ენის მორფოლოგია ისტორიულ–შედარებით ასპექტში“ (1992).
ა. ი. მუშაობდა დაღესტნის გ. წადასას სახ. ენისა და ლიტერატურის ისტორიის ინ-ტში (1969): უმცროსი (1960–1970), უფრ. (1970–1990) და წამყვანი მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობებზე. იგი იყო ამავე დაწესებულების ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის განყ-ბის გამგე (1999–2000), შემდგომ კი – მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი (2001).
ა. ი.-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი საკითხებია: დაღესტნური ენის ეტიმოლ. და შედარებით–ისტ. შესწავლა, ონომასტიკა, ლაკური ენის ისტორია და ლექსიკოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს 300–ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიული შრომები და ლექსიკონები.