აბდალაძე მერაბ გიგლას ძე
აბდალაძე მერაბ გიგლას ძე

აბდალაძე მერაბ გიგლას ძე (27. VI. 1962, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი, ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1982-1987); მოსკოვში, სსრკ საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტურა (1989), სადაც საგარეო-ეკონ. კავშირების განყ-ებაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „საქართველოს საგარეო ეკონომიკური კავშირები და მათი მართვის ახალი სისტემის ფორმირების საკითხები სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდში“ (1992). ა. მ. არის თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტი (1993-დან); თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკის ეკონ. განვითარების ინ-ტთან (1995-დან); მონაწილეობდა სემინარებსა და კონფერენციებში; თანამშრომლობდა სოროსის ფონდთან, მათ მიერ ქართ. ენაზე გამოსაცემად მომზადებული ამერ. ეკონ. ლიტერატურის ექსპერტიზისთვის. მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით ფაკ-ტზე მომზადდა 17 სამაგისტრო ნაშრომი. გამოცემული აქვს სტატიები: „საქართველო და მოძმე სოციალისტური ქვეყნები“ (საქართველოს კომუნისტი,1988, N8); „რას მოგვიტანს შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ჩართვა“ (ეკონომიკა,1993, N4-5); „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური საქმიანობა“ (პოლიტიკა, 1994, N1-2); „აფხაზეთის ეკონომიკური პრობლემები და უცხოური ინვესტიციები“ (ეთნოპოლიტიკა, 2005, N 1; „საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირების ტენდენციები და პერსპექტივები“ (ახალი ხიდი, 2006 N1).

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): აბდალაძე, მ. (1997). საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები: პროგრამა: (ეკონომიკური ფაკ-ტის სტუდ-თვის). თბ., უნ-ტის გამ-ბა.