აბდალაძე გვანცა
აბდალაძე გვანცა

აბდალაძე გვანცა (8.VI.1974, ქ. თბილისი). ისტ. დოქტორი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულების ასოც. პროფ. (2024). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1996); იმავე წელს დაამთავრა თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის უცხოური ენების განყ-ბა (ინგლ. ენა). სწავლობდა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის ასპირანტურაში (2000). მიენიჭა ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). იყო ამერიკული საბჭოების JFDP პროგრამის მონაწილე (კალიფორნიის უნ-ტი, ბერკლი, საერთაშ. ურთიერთობების მიმართულება, 2009). ეწევა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშ. ურთიერთობების დარგში. თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ექსპერტის სტატუსით (2000). მონაწილეობდა აშშ-ისა და ევროკავშირის საგანმანათლებლო და სამეცნ. პროექტებში. სხვადასხვა წლებში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: საერთაშ. ურთიერთობების თეორია, საერთაშ. ურთიერთობების ისტ., საერთაშ. პოლიტიკა, საერთაშ. უსაფრთხოება, რბილი ძალა და ჰიბრიდული ომები, შედარებითი პოლიტიკა, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ომისა და მშვიდობის თეორიები.

თხზ.: აბდალაძე, გ. (2018-2019). ჰიბრიდული მშვიდობა-ახალი პარადიგმა მშვიდობის კვლევებში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნ. სერია. ტ. XVIII; Abdaladze, G. (2019). Soft Insecurity – Russian soft power in post-Soviet Georgia. Post-Soviet Studies. ტ.1. №1.; აბდალაძე, გ. (2020). რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში. თბ.