-
ავტორი
- კატეგორიები: ქორეოგრაფი
აბაზაძე მანანა ლევანის ასული (23.VII.1947, კალინინგრადი), მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი. ქართვ. კინომსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1985). ა. მ.-მ დამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახ. თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი (1965), თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტის ფრანგ. ენის განყ-ბა (1971). ა. მ იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში , მოცეკვავე და სოლისტი (1963–1987). იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვებში: "ხევსურული სუიტა", "აჭარული", "ქაჯეთის ციხის აღება", "ხაბარდა" და სხვა. ა. მ. მიენიჭა საქართვ. დამს. არტ. (1981) და საქართ. სახ. არტ. წოდება (1985). ა. მ-მ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (რეჟ. თენგიზ აბულაზე, 1962, მერი). მონაწილეობდა ფილმებში: "მაცი ხვიტია (რეჟ. გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (რეჟ. კარლო ღლონტი,1968). ქარ. ხალხ. ქორეოგრ. კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და წოდებებით. თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი (25.12.2017).
ლიტ.: სუხიშვილი, გიორგი. (1988). ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, ხელოვნება, გვ. 165; აბაზაძე მანანა. საქართველო: ენციკლოპედია. (1997), ტ.1, გვ. 10; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია. (2007), გვ. 73; ეროვნული ფილმოგრაფია: geosinema.ge.