აბაშიძე ზვიად ნოდარის ძე
აბაშიძე ზვიად ნოდარის ძე

აბაშიძე ზვიად ნოდარის ძე (02.II.1976, თბილისი), პოლიტოლოგი. ასოცირებული პროფ. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი პოლიტ. სპეციალობით (1993). სწავლობდა ამავე უნ-ტის  ასპირანტურაში პოლიტოლოგიის სპეციალობით (1999-2001). დაამთავრა მანჩესტერის უნ-ტის პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის მაგისტრატურა (MA in Arts, 2002). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკურ მეცნიერებაში თსუ-ში თემაზე:"ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხი საქართველოში" და მიენიჭა პოლიტ. მეცნ. დოქტორის წოდება (2011). მისი ძირითადი აკად. და კვლევითი ინტერესების სფეროა: ნაციონალიზმი და ეთნ. უმცირესობები, შედარებითი პოლიტიკა, თანამედროვეობის პოლიტ. თეორიები, დემოკრატია და პოლიტ. სისტემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ცენრალურ ევროპაში. არის მთ. რედაქტორი საერთაშ. რეზენცირებული ჟურნალისა ,,European Journal of Transformation Studies”(2024-დან). წლების განმავლობაში იყო: თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკტის ასისტენტ-პროფ. (2005-2018); ასოცირებული პროფ. (2018-დან); ევროპულ კვლევათა ინ-ტის წევრი (გდანსკის უნ-ტი, პოლონეთის რესპუბლიკა, 2018-დან); იაგელონიის კრაკოვის უნ-ტის  მკვლევარი (პოლონეთი, 2004-2005); ვროცლავის უნ-ტის მკვლევარი (პოლონეთი, 2007-2008); თესალონიკის ათენის პოსტ-დოქტორანტი (საბერძნეთი, 2010); ლიუვენის უნ-ტის მკვლევარი (ბელგია, 2012); ბასკეთის უნ-ტის მიწვეული პროფ. (ესპანეთი, 2013); ჰელსინკის უნ-ტის, ალექსანდერის ინ-ტის მიწვეული პროფ. (ფინეთი, 2015); სალერნოს უნ-ტის მიწვეული პროფ. (იტალია, 2016). მოკლე ვადიანი Erazmus + გაცვლითი პროფ.: ლუვაინის უნ-ტი (ბელგია, 2019); გდანსკის უნ-ტი (პოლონეთი, 2022); ტორუნის სოც. და კულტ. მეცნ. კოლეჯი (პოლ., 2023); რუსეს უნ-ტი (ბულგარეთი, 2025), ტრიესტეს უნ-ტი (იტალია, 2026). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: ,,Science or ideology? Georgian political science at the crossroads", (Political science in Central-East Europe: Diversity and convergence. Verlag Barbara Budrich Opladen and Farmington Hills. 2010, ISBN 97838664492936; ,,Lost in ambiguity: Georgia’s stance toward the Russian invasion in Ukraine" (Global governance and the political South: Continuity and change in and beyond the BRICS (pp. 192–205). 2025, Routledge. ISBN 9781032819402).

თხზ.: აბაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2009). ეთნიკური და რელიგიური იდენტობის საკითხები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში. თბ., ინტელექტი, ISBN: 9789941410840; აბაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2012). ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლის სახელმძღვანელო. თბ., ISBN: 9789941046179; აბაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2020). დემოკრატია და მოქალაქეობა: საკითხავი მასალა სტუდენტებისათვის. თბ., საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ISBN: 9789941821295; Abashidze, Z. (2025). Resilience in Human Security as Factor of Civic Integration of Ethnic Minorities in Georgia /Building Resilience Against Human Security Threats and Risks: From Best Practices to Strategies. National Defence Academy Command Stiftgasse 2a 1070 Vienna, Austria. ISBN 9783903548121.