აბაშიძე ზურაბ ირაკლის ძე
აბაშიძე ზურაბ ირაკლის ძე

აბაშიძე ზურაბ ირაკლის ძე (11.VI.1951. ქ. თბილ.) დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინ-ტი (1973).  ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი, ესპანისტიკის დარგში (1983). პოლიტიკის მეცნ. დოქტორი (2001); სადოქტრო ნაშრომის თემა „საქართველო-ნატოს ურთიერთობები“. თსუ–ის ასოცირებული პროფესორი (2016). თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. საქართვ. სსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი(1974-1978); საბჭ. კავშირის საკონსულოს ატაშე ბომბეიში, ინდოეთში (1978-1980); საქართვ. სსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყ–ების გამგე (1980-1982); საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის საერთაშ. ურთიერთობათა  განყ–ების თანამშრომელი(1982-1984); საბჭ. კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში (1984-1988); საქართვ. უცხოეთთან მეგობრობის საზ–ების პრეზიდიუმის თავ–რე (1988-1993); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირთან და ნატოსთან საქართვ. მისიების ხელმძღვ. (1993–2000); საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2000); რუსეთის ფედერაციაში საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი(2000-2004); ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. რედაქციის მთავარი რედაქტორი (2006–დან); საქართვ. პრემიერ-მინისტრის სპეც. წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში(2012-2024). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლ. რანგი (1994–დან); მონაწილეობა სამეცნ. გამოცემების მომზადებაში (2010-2023). ენციკლოპედია  „ქართული ენა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2008); ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“ სარედაქციო კოლეგიის თავ–რე (2008); ქართ. სამხ. ენციკლოპედიური ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფის წევრი (2017); ქართ. ენციკლოპედიის მთავარი საბჭოს წევრი - ენციკლოპედია ,,საქართველო“ (2-5 ტომები); საქართვ. ისტ. და კულტურის ძეგლთა აღწერილობა (ტომები 1-I;  1-II; 1-III; 1-IV); „კახეთი“ (მთავარი რედაქტორი, 2025); სარედაქციო საგამომცემლო სამეცნ. საბჭოს წევრი(2013-2021); ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების წევრი (2022–დან); საქართვ. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი (2024–დან); გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში.

თხზ.: აბაშიძე, ზ. (2000). ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ. (გამოიცა ნატო-ს პატრონაჟითა და ალიანსის გენერალური მდივნის ჯ. რობერტსონის წინასიტყვაობით, წიგნი საფუძვლად დაედო სადოქტორო ნაშრომს); თბ.; აბაშიძე, ზ. (2009, 2014). „ცივი ომი“: წარსული თუ დღევანდელობა?.  ბაკურ სულაკაურის გამ–ბა, უნ–ტის გამ–ბა, თბ.; ISBN 978-99928-20-36-0; ISBN  078-9941-13-336-4; აბაშიძე, ზ. (2012, 2017). დანგრეული კედლის ჩრდილში 1990-1999. ; ბაკურ სულაკაურის გამ–ბა, უნ–ტის გამ–ბა, თბ. ISBN 978-9941-15-781-3; აბაშიძე, ზ. (2021). ცივი ომი- მოგზაურობა დღევანდელ წარსულში. (2024 წელს წიგნი დაჯილდოვდა მიხეილ მუსხელიშვილის სახ. პრემიით). თბ., გამომც. პალიტრა L, ISBN 978-9941-32-895-4; აბაშიძე, ზ. (2025). რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სტამბა; თბ., ISBN 978-99928-20-53-7.