აბაშიძე ზაზა (ზაალი) დავითის (დოდო) ძე
აბაშიძე ზაზა (ზაალი) დავითის (დოდო) ძე

აბაშიძე ზაზა (ზაალი) დავითის (დოდო) ძე (28.X.1957, თბილისი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა მოსკ. სახელმწ. ისტ.-არქივმცოდნეობის ინ-ტის ისტ.-არქივმცოდნეობის ფაკ-ტი (1975); თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1979). დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,სერგი გორგაძე - საქართველოს ეკლესიის მკვლევარი” (1997). მუშაობდა თსუ-ის ისტ. კათედრის ლაბორანტად (1980-1981); ამავე უნ-ტის ტოპონიმიკის ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1981-1983); საქართვ. ისტ. კათედრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-1991); საქართვ. ისტ. კათედრის მასწავლებლად (1991-2001).  საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა(1993-1995). გაიარა სტაჟირება ოქსფორდის უნ-ტში რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით (1997-1998); რეგენსბურგის აღმ. ეკლესიათა ინ-ტში აღმ. ეკლესიათა ისტ. სპეციალობით (2000). იყო თსუ-ის საქართვ. ისტ. კათედრის დოცენტი (2001-2005); საქართვ. პარლამ. ეროვნ. ბ-კის გენ. დირექტორი (2005-2006);  საქართვ. ეროვნ. არქივის თავ-რის მრჩეველი (2007); საქართვ. საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვ. (2006-დან);  საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახ. ქართ. უნ-ტის საეკლესიო ისტ. და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. (2009-დან). არის ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის ხელმძღვ., სრული პროფ. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.:აბაშიძე, ზ. (2020). საქართველო და ქართველები : [საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე]. თბ., ბაკმი, ISBN: 9789941483202; აბაშიძე, ზ. (თანაავტორი). (2021). რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები. თბ.,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ISBN: 9789941840470; აბაშიძე, ზ. (2024). დოდო აბაშიძე:[ალბომი]. თბ., ISBN: 9789941864483.