-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
აბაშიძე ვახტანგ გრიგოლის ძე (9.IX.1928 ისლარი - 25.VII.2019, თბილისი). დაამთავრა პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი ფიზიკოსის სპეციალობით (1951). მუშაობდა თსუ-ში გეოფიზიკის სპეციალობით (1952). იყო თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი (1952-1954), ამავე კათედრის ასისტენტი (1954-1958). იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1965), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1965-1969) და ინ-ტის მეცნიერ-კონსულტატი (1969-2005). მისი შრომები ეხება კავკ. ტერიტორიის გრავიტაციული ველის, დროის მიხედვით მისი ცვალებადობის და ენგურჰესის რაიონში გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მეთოდების კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. დაჯილდოვებულია საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით (1984) და „შრომის ვეტერანის“ მედლით (1988). მიღებული აქვს მ. ალექსიძის სახ. პრემია (2002) და ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: აბაშიძე, ვ. (თანაავტორი). (1985). ენგურჰესის რაიონში დედამიწის ქერქის დახრები და დეფორმაციები. თბ., გამომც. მეცნიერება; აბაშიძე, ვ. (თანაავტორი). (1999). ლაბორატორიული პრაქტიკუმი გეოდეზიურ გრავიმეტრიაში. (ინგლისურ ენაზე). თბ., გამომც. ტექ. უნ-ტი; აბაშიძე, ვ. (2018). ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის მოკლე ისტორია:ეძღვნება თსუ-ის 100 წლისთავს. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137464; აბაშიძე, ვ. (2001). გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მონიტორინგი ენგურის მაღლივი კაშხლის რაიონში. თბ., გამომც. მეცნიერება; აბაშიძე, ვ. (2004). გეოდეზიური გრავიმეტრიის მოკლე კურსი. თბ., გამომც. ჯისიაი.