-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი ასოცირებული პროფესორი
აბაშიძე თამარ თამაზის ასული (1.XII.1969, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. კანდ. (1999), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2005). დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1992) და ასპირანტურა (1997); თსუ-ის დოცენტი (1999). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ემოციური ფაქტორის გავლენა სააზროვნო ამოცანების გადაჭრაზე" (1999). ა. თ. იყო თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2004–2005) და თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2005–2006); აკად. საბჭოს წევრი (2014-2017); ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2014-დან); ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის მდივანი (2017-2022) და თავ-რე (2022-დან). არის თსუ-ის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ხელმძღვ. (2020-დან). ა. თ. აგრეთვე არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის სპეციალისტი (2007-დან). ა. თ.-ის კვლევითი ნაშრომები ეხება ტენდენციურობის, განწყობის, სოც. შედარების, ინკლუზიური განათლებისა და შშმ პირთა დასაქმების საკითხებს. მას თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. სტატია, მათ შორის: „ტენდენციურობა მსჯელობის შეფასებისას“ („ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ #4, 2005); „თვითშეფასების კავშირი სკოლის სტატუსსა და სასკოლო წარმატებასთან“ (საქართვ. ფსიქოლ. მაცნე, #1, 2007); „მეომრის ხატი ქართულ მენტალიტეტში“ (ინტელექტი - პერ. სამეცნ. ჟურნ. #1, 2008); „სოციალური შედარება, როგორც თვითშეფასების მნიშვნელოვანი წყარო“ (თანაავტ., მაცნე – ფსიქოლოგია, 2009); „აზროვნების განწყობისა და თეორიული ქცევის პრობლემა ქართულ ფსიქოლოგიაში“ (ფსიქოლოგია XXII, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინ-ტის შრომები #1, 2010); „რატომ და როგორ სვამენ მასწავლებლები შეკითხვებს- მასწავლებლების დამოკიდებულებებისა და საკლასო პრაქტიკის კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში“ (GESJ: განათლების მეცნიერებები და ფსიქოლოგია; No.2(34), 2015); ,,Access and Barriers to Education“ (An Overview of Literature, Language and Education Research Vol. 9, 2016) და ,,Inclusive Education in Higher Education Institutions in Georgia - Main Barriers and Facilitators (Open Journal of Social Sciences, 13, 2025). იგი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის (ინგლ. UNDP), დიდი ბრიტანეთის მთავრობის (ინგლ. UK aid) და გერმანიის საერთაშ. თანამშრომლობის საზ-ბის (გერმ. GIZ) მიერ მხარდაჭერილ კვლევით პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც მისი თანაავტორობით მომზადდა ანგარიშები: „გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში“ (2014), „ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება“ (2019), „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში“ (2020) და „საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერა“ (2022).
თხზ.:აბაშიძე, თ. (თანაავტ.). (2009). როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები. თბ., ISBN: 9789941014871; აბაშიძე, თ. (რედაქტორი). (2010). ინტერპერსონალური კომუნიკაცია-მომსახურების სფერო. თბ., ISBN 9789941027659; აბაშიძე, თ. (თანაავტ.). (2012). გზამკვლევი გენდერის საკითხებში სახელმწიფო მოხელეთათვის. თბ., საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); აბაშიძე, თ. (თანაავტ.). (2013). Опрос населения Джавахети - «Барометр 2013» (Джавахети: вызовы и перспективы). თბ., საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); აბაშიძე, თ. (თანაავტ.). (2021). Georgia (Chapter 9). Corporate Social Responsibility and Employer Attractiveness. Springer, Cham. ISBN: 3030688607.