აბაშიძე ირაკლი
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი (23.XI. 1909, დაბა ხონი-14. I. 1992, თბილისი), პოეტი, საზ. მოღვაწე. ა. ი. დაამთავრა თსუ-ის  ფილოლ. ფაკ.-ტი (1931). ა. ი. იყო რუსთაველის საზ-ის, პირველი თავ-რე (1982-დან), საქართვ. მეცნ. აკად., აკად.(1960-დან), საქართვ. მეცნ. აკადემიის, ვიცე-პრეზიდენტი (1970-1976), საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი (1968-1970), საქართვ. მწერალთა კავშირის, გამგეობის თავ-რე (1967-1968), საქართვ. მწერალთა კავშირის, გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), საქართვ. მწერალთა კავშირის, პირველი მდივანი (1953-1966). ა. ი. იყო: ჟურნ. "ჩვენი თაობის" (1938-39) და "მნათობის" (1946-53) რედ.;  საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის თავ-რე (1963-1985), ქართ. ენციკლოპედიის მთავარი რედ. (1966-1992); იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვ. და საქართვ. მწერალთა კავშირს; მან დააფუძნა შოთა რუსთაველის სახ. პრემია და დაინიშნა კომიტეტის პირველ თავმ-რედ (1965). ა. ი.-მ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნ. ექსპედიციაში (1960). ამ მოგზაურობების საფუძველზე შეიქმნა ლექსების კრებ. "რუსთაველის ნაკვალევზე". მას ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: "მონადირის ღამეები", "ჰყვავის გურია", "ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე", "მონოლოგი აჩრდილებთან", "ქარები რიონის ხეობაში", საბავშვო ლექსები და პოემები ("რას გადაურჩა თბილისი" (1955) და სხვა. იგი ავტორია ლიტ. კრიტ. წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს: ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. ი. ა.-ის ლექსები თარგმნა ჰ. ბუდენზიგმა. ა. ი.-ს მიღებული აქვს  შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1965), ჯ. ნერუს სახ. საერთაშ. პრემია (1972), სომხ. სსრ კულტ. დამს. მოღვაწე (1979), სოც. შრომის გმირი (1979) , თბილ. საპატიო მოქალაქე (1980), გალაკტიონ ტაბიძის სახ. პრემია (1987), საქართვ. სახელმწ. პრემია (1988 ).

თხზ.: აბაშიძე, ი. (1957). ინდოეთის გზებზე : შთაბეჭდილებანი. თბ., საბჭ. მწერალი. აბაშიძე, ი. (1958). რას გადაურჩა თბილისი : პოემა. თბ., საბლიტგამი; აბაშიძე, ი. (1958). თარგმანები : ლექსები. თბ., საბჭ. მწერალი; აბაშიძე, ი. (1959). რუსთაველის ნაკვალევზე. თბ., საბჭ. მწერალი; აბაშიძე, ი. (1986). ოცი ლექსი გალაქტიონ ტაბიძეს. თბ., მერანი; აბაშიძე, ი. (1989). გუშინ, გუშინწინ... : წერილები, მოგონებები. თბ., მერანი; აბაშიძე, ი. (1989). რჩეული : ლექსები. თბ., საბჭ. საქართვ.; აბაშიძე, ი. (2003). ზარები ოცდაათიანი წლებიდან : მოგონებები. თბ., ინტელექტი, ISBN: 9994022318; აბაშიძე, ი. (2006). პალესტინა, პალესტინა..: ლექსები. თბ. ენა და კულტურა, ISBN: 9994023616.

ლიტ.: გამსახურდია, კ. (1965). პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე: რჩ., თხზულებანი, ტ. 7, თბ.; ირაკლი აბაშიძე: (რუსთაველის პრემიის ლაურეატები). (1966), თბ.; ნატროშვილი, გ. (1969). სიტყვა ირაკლი აბაშიძეზე, თბ.; ჟღენტი, ბ. (1975). აბაშიძე ირაკლი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., გვ. 20. გვერწითელი. გ. (1997). აბაშიძე ირაკლი. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., გვ. 23.;  ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ. (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 19.