-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი
აბაშიძე ერეკლე კიტას ძე (1906, თბილისი – 21.IX.1956, თბილისი), სამეცნ.-პედ. მოღვაწეობა (1930-1956). მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ.-კვლევით ინ-ტსა და უმაღლ. სასწავლებელში, მათ შორის თსუ-ში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ვილიამ შტრენის პერსონალისტური ფსიქოლოგია” (1943). ნაშრომი მოგვიანებით გამოიცა მონოგრაფიად (1962), რ-იც წარმოადგენს კრიტ. პერსონალიზმისა და პერსონალისტური ფსიქოლ. ფუძემდებლის, ვ. შტერნის ფსიქოლ. კონცეფციის სისტემ. გადმოცემასა და კრიტ. ანალიზს. ნაშრომში წარმოდგენილია თეორიის დადებითი ელემენტების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლ. პრინციპების საფუძველზე. მას ეკუთვნის რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომებისა ფსიქოლ. სხვადასხვა დარგში, შრომის ფსიქოლოგიაში: „ფეიქრის ფსიქოლოგია“ (1932); „ფეიქრის დაღლილობის ფსიქოლოგიური შესწავლის მეთოდიკა“ (1932). ფსიქოლოგიის ისტორიაში: „არისტოტელეს ტრაქტატი „სულის შესახებ“(1939); „დეკარტის ფსიქოლოგიური მოძღვრება“ (1940). განწყობის ფსიქოლოგიაში: „ექსპერიმენტულად ფიქსირებული განწყობის ურთიერთკავშირისა და სტაბილურობის შესახებ“ (1940); „ნაყროვანების ფაქტორი ექსპერიმენტულად ფიქსირებული განწყობის მოქმედებაში“ (1945). სოციალურ ფსიქოლოგიაში: „ანდაზის ფსიქოლოგია“ (1945); „ადამიანის გონების ისტორიული განვითარების ზოგიერთი თავისებურება“ (ქართული ენის მასალის საფუძველზე, 1948). სპორტისა და ჩვევის ფსიქოლოგიაში: „ჩვევის პრობლემა შტერნის პერსონალისტურ ფსიქოლოგიაში“ (1942); „სპორტული ჩვევის ფსიქოლოგია (სახელმძღვანელო სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მუშაკებისთვის)“ (1951); „სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშების ფსიქოლოგიური არსი“ (1953). მეტყველებისა და აზროვნების ფსიქოლოგიაში: „ხატოვანი აზროვნება თანამედროვე მეტყველებაში (მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთკავშირის პრობლემა)“ (1952); „ზოგიერთი ლოგიკური შეცდომის ფსიქოლოგიური ანალიზი“ (1953); „დასკვნის ფსიქოლოგიის შესახებ“ (1955); „ე. წ. ლოგიკური შეცდომის ფსიქოლოგია“(1956). პიროვნების ფსიქოლოგიაში: „პიროვნების პრობლემის შესახებ“ (1956) და სხვ. შედგენილი აქვს ფსიქოლოგიის მოკლე ლექსიკონი (1950-1951). აქვს თარგმანები უცხოური ენებიდან: ბორინგის (ინგლ. Edwin Boring) „ფსიქოლოგიის ისტორია“ (ინგლ. A History of Experimental Psychology); რუსოს (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau) „ემილი“ (ფრანგ. Émile); პესტალოცის (გერმ. Johann Heinrich Pestalozzi) „გედის სიმღერა“ (გერმ. Schwanengesang) და სხვ. როგორც რედაქტორი ა. ე. სისტემატიურად მონაწილეობდა საქართვ. სსრ ფსიქოლ. ინ-ტის შრომების გამოცემის პროცესში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მან დ. უზნაძის ნაშრომების პირველი ტომის გამოცემაში.
თხზ.:აბაშიძე, ე. (1944). ფსიქოლოგია, ტ. I (რეცენზია). თბ., საქართვ. სსრ პედაგოგიურ მეცნ. ინ-ტის გამ-ბა; აბაშიძე, ე. (მთარგმნელი). (1949). ჟან ჟაკ რუსო — ემილი ანუ აღზრდის შესახებ. თბ., საქართვ. სსრ პედაგოგიურ მეცნ. ინ-ტის გამ-ბა; აბაშიძე, ე. (1955). დასკვნის ფსიქოლოგიისათვის. ქუთაისი, ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის გამ-ბა; Абашидзе, Э.К. (1956). О понятии установки. М., «Вопросы психологии»; აბაშიძე, ე. (1962). პერსონალისტური ფსიქოლოგია (ვ. შტერნი). თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა.