-
ავტორი
- კატეგორიები: კავკასიოლოგი ფილოლოგი
აბაშია რევაზ ჯოგოს ძე (20. VII. 1957, სოფ. პირველი გალი, გალის რ-ნი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1980). იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის კავკასიურ ენათა კათედრის მასწავლებელი (1990-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის კავკასიოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2006-2012); ასოცირებული პროფესორი (2012-დან); ფილოლოგიის დოქტორი (2010). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „სიბილანტურ ფონემათა სისტემა ქართველურ და დაღესტნურ ენებში: (ისტორიულ-შედარებoთი ანალიზი)“. ა. რ. არის 120 სამეცნ. ნაშრომის ავტორი: „საღვთისმეტყველო ტერმინთა ეტიმოლოგიისათვის ქართულში და ქართველურ ენათა ბგერათშესატყვისობის ზოგიერთი საკითხი“ (ქართველური მემკვიდრეობა, 2001, N 5); „დიალექტური პოზიციის პრინციპი და ქართველურ ენობრივ ერთეულთა ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი: [სიბილანტთა შესატყვისობის მიხედვით]“ (ქართველური მემკვიდრეობა, 2003, N 7); „სხვადასხვა ლოკალური რიგის სიბილანტთა მონაცვლეობისათვის ქართველურ და დაღესტანურ ენებსა და დიალექტში“ (ქართველური მემკვიდრეობა, 2004, N 8); „სიბილანტურ ფონემათა სისინა და შიშინა სახეობების მონაცვლეობისათვის ქართველურ ენებსა და დიალექტებში“ (ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, 2005, ტ. 9); „რამდენიმე ძირნაკლი სიტყვის ეტიმოლოგიისათვის ქართულში“ (სამეცნიერო შრომების კრებული : ქართველური ენათმეცნიერება, 2016-2017, N 4); „ეთნოგრაფიულ რეალიათა ამსახველ კოლოკაციებში შემავალი ზოგიერთი ლექსემის ისტორიისათვის ქართველურ ენებში“ (იბერიულ-კაკასიური ენათმეცნიერება, 2023, N 51).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): აბაშია, რ. (თანაავტორი). (2010). ხუნძური ენა: (პრაქტიკული სახელმძღვანელო უმაღლ. სასწ-თვის). თბ.