-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი საპატიო დოქტორი
აბადი მარკ მედერედ ჯიმ ( Abad Mark Medred Jim, 1938), თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მონპელიეს უნ-ტის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (15.06. 2017).
მ. ა.-მ სტრასბურგის ლუი პასტერის უნ-ტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ქიმ. ინჟინერიაში (1961), დოქტორის ხარისხი პოლიმერულ ქიმიაში (1963), ფიზიკაში ჩარლზ სადრონის მაკრომოლეკულური მეცნ-ის ინ-ტსა და ლუი პასტერის უნ-ტში (1972).
მ. ა. სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: საფრანგეთის სამეცნ. კვლევების ეროვნ. ცენტრის მკვლევარი (1967-1972), მონპელიეს უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (1972-1975), პოლიმერული მასალების სამეცნ. კვლევების ლაბორ. ხელმძღვ. (1976-1980), მონპელიეს უნ-ტის პროფესორი (1980-1982 და 1987-2007), მონპელიეს უნ-ტის ემერიტუს პროფესორი (2009 წლიდან), ნანიანგის ტექნოლოგ. და ინჟინერიის უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2014 წლიდან). ამჟამად იგი მონპელიეს ჩარლზ გერჰარდის ინ-ტში აგრეგატების ლაბორ. (მონპელიეს უნ-ტი) თანამშრომელია.
მ. ა. 512 კვლევითი ნაშრომის, 13 პატენტის და 14 წიგნის ავტორია. მან უხელმძღვანელა 95 სამაგისტრო და 52 სადოქტორო ნაშრომს.
პროფ. მ. ა. ნაყოფიერად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან (2006). იგი არაერთი ქართვ. მეცნიერის წიგნისა და პუბლიკაციის თანაავტორი და რედაქტორია. მისი ინიციატივით დაარსდა „კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM). იგი ევრაზიის საერთაშ. მეცნ. აკად. და უკრაინის მეცნ. აკად. წევრი.