- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute), რეცენზირებადი სამეცნ. ჟურნალი, რ-იც აქვეყნებს ორიგინალურ კვლევით ნაშრომებს, მიმოხილვით სტატიებს და მოკლე შეტყობინებებს მათემატიკის ყველა სფეროში. ჟურნალი გამოიცემა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მიერ და წარმოადგენს ინ-ტის უფრო ადრე გამოც. სერიების გაგრძელებას. ჟურნალი წარმოადგენს ისეთი გამოცემების მემკვიდრეს, როგორებიცაა: "Travaux de L'Institut Mathématique de Tbilissi" (ტ. 1-15,1937–1947), "Труды Тбилисского Математического Института" (Trudy Tbilisskogo Matematicheskogo Instituta) (ტ. 16-99,1948–1989),Proceedings of A. Razmadze Mathematical Institute (ტ. 100-169,1990–2015), Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (გამოცემული Elsevier-ის მიერ), (ტ. 170-172,2016–2018) და წარმოადგენს ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ოფიციალურ გამოცემას (1937). იგი სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომები შემდეგ ცნობილ მათემატიკოსებს: ს. ბერგმანი, პ. ერდეში, ნ. გიუნტერი, ჟ. ადამარი, ფ. ჰარტმანი და ა. ვინტნერი, მ. კელდიში, ა. ხარაძე, ვ. კუპრაძე, ე. ლანდაუ, მ. ლავრენტიევი, ლუ-კენ ჰუა, ნ. მუსხელიშვილი, გ. ნიკოლაძე, ა. ოსტროვსკი, ლ. ტონელი, ი. ვეკუა, ი. ვინოგრადოვი, ა. ვალფიში. ჟურნ. Transactions of A. Razmadze Mathematical Institute შეტანილია მათემატიკის ძირითად სამეცნ. მონაცემთა ბაზებში (2025 წლის იმპაქტ-ფაქტორი 0.4), მათ შორის Mathematical Reviews (MR), MathSciNet და Zentralblatt für Mathematik. იგი აქვეყნებს მაღალი ხარისხის ორიგინალურ კვლევით ნაშრომებს, მიმოხილვით სტატიებსა და მოკლე შეტყობინებებს მათემატიკის ყველა სფეროში — როგორც თეორიულ, ისე გამოყენებით მიმართულებებში, მოიცავს მათემატიკის მრავალ დარგს და აერთიანებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევართა ნაშრომებს. ჟურნალის ძირითადი თემატიკა მოიცავს შემდეგ დარგებს: ალგებრა და ტოპოლოგია, ფუნქციონალური ანალიზი და ოპერატორების თეორია, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, რიცხვითი ანალიზი, გამოყენებითი მათემატიკა, კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები, დინამიკური სისტემები, მართვა და ოპტიმიზაცია, სტოქასტური ანალიზი, მათ. ფიზიკა. გამოც. წაახალისებს იმ ფრთხილად შერჩეულ ნაშრომებს, რომლებიც მათემატიკას აკავშირებენ მეცნ. სხვადასხვა დარგებთან. სტატიები უნდა იყოს მომზადებული თანამედროვე მათ. სტანდარტების შესაბამისად. მიმდინარე და წინა ტომები ხელმისაწვდომია ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის ვებგვერდზე, ასევე Wikipedia, ScienceDirect და SCImago-ზე.