1-ლი საერთაშ. სიმპოზიუმი პალიატიურ მზრუნველობაში
1-ლი საერთაშ. სიმპოზიუმი პალიატიურ მზრუნველობაში

1-ლი საერთაშ. სიმპოზიუმი პალიატიურ მზრუნველობაში - "პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო წარმომადგენელების - სამედ. მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის" - (14.XI.2015-15.XI.2015). თსუ-ში ჩატარდა ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტისა და თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული 1-ლი საერთაშ. სიმპოზიუმი პალიატიურ მზრუნველობაში (14-15.XI.2015), რ-შიც მონაწილეობა მიიღო საერთაშ. ექსპერტებმა 5 ქვეყნიდან: პროფ. ს. კაასა - პალიატიური მზრუნველობის ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორი (მეცნ. და ტექ. ნორვეგიის უნ-ტი); პროფ. ჯ. ვერნე - კლინ. ეპიდემიოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ., ცხოვრების მიწურულისას მზრუნველობის გათვიცნობიერების ეროვნ. ქსელის კლინ. ხელმძღვ. (ინგლისის დასავლეთის უნ-ტი); პროფ. კ. მუზბეკი - პალიატიური მზრუნველობის აღმოსავლეთ ევროპის სამუშაო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი (უნგრეთი); პროფ. დ. მოშოუ, პალიატიური მზრუნველობის ევროპის ასოციაციის გამგეობის წევრი (ბრასოვის უნ-ტი, რუმინეთი); დოქტორი ა. იანსონე, რიგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დეპარტ. ხელმძღვ. (ლატვია). სიმპოზიუმზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები და რეკომენდაციები საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარების თაობაზე.