,,გზავნილი“ (სტუდენტური ჟურნალი)
,,გზავნილი“ (სტუდენტური ჟურნალი)

,,გზავნილი“ (სტუდენტური ჟურნალი). თსუ-ის სოც. და პოლ. მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტური ჟურნალი (გამოც. შემდეგი ნომრები ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატებში). ჟურნალი მზადდება საგნის „ბეჭდური მედია – პრაქტიკუმის“ ფარგლებში (ხელ-ლი ასოც. პროფ. მ. ტორაძე). პროექტი შექმნილია საგანმანან. მიზნებით, როგორც სტუდენტთა სასწ. პლატფორმა, სადაც თეორიული ცოდნა ებმება რეალურ ჟურნალისტურ პრაქტიკას. პირველი ნომერი იყო — „გზავნილი მცხეთიდან“ (2013). შემდგომ წლებში ჟურნალმა განიცადა დიზაინის, ფორმატის და თემატიკის ტრანსფორმაცია, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი ამოცანა — სტუდენტთა პროფ. უნარების განვითარება სრულ ციკლში: იდეიდან ტექსტის, ფოტოს, ინტერვიუს მომზადებამდე და საბოლოოდ ბეჭდურ/ციფრულ გამოცემამდე. „გზავნილი“ არ შემოიფარგლება თბილისზე. სხვადასხვა წლებში ნომრები მომზადდა მრავალ ქართველ რეგიონში: ხარაგაულში, ონში, ამბროლაურში, ხულოში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, კასპში, დუშეთში, თიანეთში, ხაშურში, მარნეულში, ახმეტაში, ჭიათურაში, გარდაბანში, თეთრიწყაროში, ყვარელში და სხვ. სულ მომზადებულია 20 ბეჭდური და 20 ელექტრონული გამოცემა (რეგიონული დაფარვით). განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა „გზავნილს აფხაზეთიდან“. სხვადასხვა დროს პრიზებით აღინიშნა „გზავნილი საქართველოდან“ (პანდემიის პერიოდის გამოც.), „გზავნილი ერთმანეთისთვის“ (ყდა–გამარჯვებული National Geographic-ის ფოტოკონკურსში), „გზავნილი ზესტაფონიდან“ (ყდა – ევროკავშირის ფოტოკონკურსის ათ საუკეთესო ნამუშევარს შორის). „გზავნილი“ სტუდენტებისთვის წარმოადგენს: პროფ. უნარების დახვეწის საშუალებას (რედ., წერითი, ფოტოგრ., მონაცემების დამუშავება); პუბლიკაციის გამოქვეყნების პრაქტიკულ გამოცდილებას (პორტფოლიოს ფორმირებისთვის); საზ–რივი პასუხისმგებლობის გაზრდას – ჟურნალისტიკის დანიშნულება, როგორც საზ–რივი სამსახურისა; პროფ. პერსპექტივის გაძლიერებას — პროექტის კურსდამთავრებულთა ნაწილი წარიმართა მედიაში, პიარში, კომუნიკაციებში.