-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ზერაგია პოლიკარპე (19.III.1912 ქ. ფოთი-6.VI.1986 ქ. თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1959), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი(1957), საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ (1934), იყო თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1956-1962), ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1960-1986). იკვლევდა პოლიჰარმონიული, არაწრფივი ჰიპერბოლური და პარაბოლური, აგრეთვე არაწრფივი ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: საქ. უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს პრემია (1987).
თხზ.: ზერაფია, პ. ( 1979). უმაღლესი მათემატიკა : სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., განათლება; ზერაგფია, პ. (1967). უმაღლესი მათემატიკის კურსი : სახელმძღვ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტთათვის. - თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: ზერაგია პოლიკარპე. საქართველო: ენციკლოპედია. (2014). ტ.3, გვ. 357.