ზაუტაშვილი მარინე გივის ასული
ზაუტაშვილი მარინე გივის ასული

ზაუტაშვილი მარინე გივის ასული (03. V. 1967, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი მინისა და სიტალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობოთ ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით (1990), საქართვ.  მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ასპირანტურა (1992–1996), დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზოგიერთი მეზოფორული სორბენტის დაყოფითი თვისებების კვლევა აირადი ქრომატოგრაფიის მეთოდით“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2002). გაიარა სასწავლო კურსები მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის და აკრედიტირებული ლაბორატორიებისთვის ანალიზისა და სინჯის აღების მეთოდების განუსაზღვრელობა (2019). საქართვ.  მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მეცნიერ-თანამშრომლი (1990-2012), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (2012-2024), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2024–დან). თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016–2024).  ზ. მ. - ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას სამშენებლო საქმეში, გარემოს დაცვის მიზნით და სოფლის მეურნეობაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში და ეროვ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშ. დღის აღსანიშნავად ფიზიკური ქიმიის დარგში სამეც. მიღწევებისათვის (2025).