ზარიძე რევაზ სპირიდონის ძე
ზარიძე რევაზ სპირიდონის ძე

ზარიძე რევაზ სპირიდონის ძე (8.V.1938, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1962). მუშაობდა ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. მუშაობდა სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებულ დაკვეთებზე (1973–1990). იყო თსუ-ის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორ. გამგე (1981–2008).  თანამშრომლობდა საზღვარგარეთის მრავალ უნ-ტთან, Motorola-ს კვლევით ლაბორატორიასთან (აშშ), ეწევა სამეცნ. და პედ. საქმიანობას (1991-დან). იყო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინ-ტის (IEEE, აშშ) ორგანიზატორი და განყ-ბის გამგე (1996-დან). თსუ-ის ემერიტუს პროფესორია (2009-დან). მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორ. და ექსპერიმენტული კვლევა, მოდელირება და სიმულაცია, ველის ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1986). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. ორი მედლით (1995, 2009).