ზაქარაშვილი თეიმურაზ
ზაქარაშვილი თეიმურაზ

ზაქარაშვილი თეიმურაზ (27.VIII.1967, სოფ. ხოვლე), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1991).  დღემდე მუშაობს საქართვ. ევგენი ხარაძის ეროვნ. ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვ., 1995-დან). აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო (1997) და  სადოქტორო დისერტაციები (2004). ილიას სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორია (2008-დან) და სრული პროფესორი (2018-დან). ილიას სახელმწ. უნ-ტის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ. ენდრიუს უნ-ტში (დიდი ბრიტანეთი, 2001-2002), ბალეარის კუნძულების უნ-ტში (ესპანეთი, 2005-2006) და კოსმოსური კვლევების ინ–ტში (ავსტრია, 2009-2015). სტუმრობდა ბალეარის კუნძულების უნ–ტს, როგორც მიწვეული პროფესორი  (2000-2004 და 2007-20008). ლექციებს კითხულობდა გრაცის უნ-ტში (ავსტრია, 2022-2024). იყო საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიატი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნ. კანდიდატი (1998-2000) და  როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნ. დოქტორი (2005-2006). მიენიჭა საქართვ. საუკეთესო სამეცნ. ჯგუფის ხელმძღვანელის პრემია (2017). მისი ხელმძღანელობით შესრულდა 5  სადოქტორო დისერტაცია. სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებები: მზის და მზის ქარის ფიზიკა, მზე-დედამიწა კავშირები და კოსმოსური ამინდი,  ვარსკვლავები და ეგზოპლანეტები, ტალღები და არამდგრადობები ასტროფიზიკურ პლაზმაში, დაკვირვებები დედამიწის ტელესკოპებიდან და კოსმოსური მისიებიდან. ორასამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მათგან 130 გამოქვეყნებულია საერთაშ. რეფერირებულ ჟურნალებში.