-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი მწერალი
ზაალიშვილი მედეა (1931). ქართველი მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, თსუ-ის პროფესორი. თარგმნილი აქვს უილიამ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“ და „ვენერა და ადონისი“, პერსი ბიში შელისა და თომას ჰარდის ნაწარმოებები, უილიამ ბატლერ იეიტსის „კელტური მიმწუხრი“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“ (2012) და “ნიუორლეანური ჩანაწერები” (2021), ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობები და სხვათა ნაწარმოებები. ზ. მ.-ს თარგმანები კრებულის სახით გამოიცა (2017), რ-იც ოცდახუთამდე ბრიტანელი და ამერ. პოეტის ლექსების თარგმანები შევიდა. გამორჩეულ ლექსებთან ერთად კრებულში პოეტების ბიოგრაფიიდან საინტერესო დეტალებიცაა მოცემული.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ზაალიშვილი, მ. (2018). ცაში გამოკიდებული სახლი. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789941463624.; ზაალიშვილი, მ. (მთარგმნელი). (2021). მსოფლიოში განთქმული ამბები. თბ., პალიტრა L, ISBN: 9789941325625.