-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი ფილოლოგი დეკანი პროფესორი
ვეკუა მარინე თამაზის ას (11.IV.1957, ქ. თბილ.), ჟურნალისტი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1979); ასპირანტურა (1983). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი, სპეციალობა— ჟურნალისტიკა (1988). ჟურნალისტიკის აკად. დოქტორი (2005). შრომითი საქმიანობა დაიწყო თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე: ლაბორანტი (1979); მეცნ. მუშაკი (1987); უფრ. მასწავლებელი (1990); დოცენტი (1997); დეკანის მოადგილე (1999); პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის გამგე (2003); დეკანი (2004). თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სრული პროფესორი (2005). იყო თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოადგილე (2007), მოწვეული ლექტორი (2022-დან). საქართვ. უნ-ტის სრული პროფესორი (2007-დან). გ. თავართქილაძის სასწ. უნ-ტში: სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე (2009), პროფესორი (2009), ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანი (2014). იგი ხელმძღვანელობს საბაკალავრო პროგრამას „ჟურნალისტიკა“ და სამაგისტრო პროგრამას „მასობრივი კომუნიკაცია“ (2009-დან). არის საქართვ. საერთაშ. უნ-ტის ჯიუს პროფესორი (2020) და ალტე უნ-ტის პროფესორი (2021). იყო საქართვ. საზ-ებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი (სსმ, 2008). არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის მედიის ექსპერტი (2019-დან). იყო მოწვეული ლექტორი შემდეგ უმაღლ. სასწავლებლებში: American University, ამერიკული უნ-ტი (აშშ, ვაშინგტონი, 2001); შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტი (2016); კავკასიის საერთაშ. უნ-ტი (2022). არის ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაციის წევრი (2014), საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (2018), Institute d’Etudes Europeennes et Internationales de Reims წევრი (IEEI, საფრანგეთი, 2010), EJMC — მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის გამანათლებლების ასოციაციის წევრი (2001), MEP-ის წევრი (აშშ, ჩიკაგო, 2022). არის რ. ლომინაძის სახ. ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე (2019-დან). დაჯილდოებულია საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ს. მესხის პრემიით (2020).
თხზ.: Векуа, М. (2003). Полемика как искусство. თბ., უნ–ტის გამ–ბა. ISBN 99928-838-9-8; ვეკუა, მ. (თანაავტორი). (2017). ჟურნალისტიკა. მე-2 განახლებული გამოცემა, თბ., უნ–ტის გამ–ბა. ISBN 978-9941-13-576-7; ვეკუა, მ. (2018). ადამიანი გაკვეთილი - ილია ვეკუა. თბ., უნ–ტის გამ–ბა. ISBN 978-9941-13-748-8; Vekua, M. (2018). The Long Way of Georgia to Europe, Annuaire Francais des Relations. pp.47-68, Internationales,Editions Bruylant, Bruxelles; ვეკუა, მ. (2022). ჟურნალისტიკის ანი და ბანი. თბ., უნ–ტის გამ–ბა. ISBN 978-9941-491-75-7; ვეკუა, მ. (2025). პოლემიკა, როგორც ხელოვნება. თბ., უნ–ტის გამ–ბა. ISBN 978-9941-36-369-6; Vekua, M. (2025). CHALLENGES AND PECULIARITIES OF INTEGRATION OF INTERNATIONAL MEDIA BRANDS WITH THE GEORGIAN MEDIA SPACE ON THE EXAMPLE OF “FORBES” MAGAZINE. German International Journal of Modern Science / Deutsche Internationale Zeitschrift für zeitgenössische Wissenschaft, №99, pp. 74-82.