ვეფხვაძე თამარ ვახტანგის ას
ვეფხვაძე თამარ ვახტანგის ას

ვეფხვაძე თამარ ვახტანგის ას (20.V.1961, ქ. თბილ.). ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. წარჩინების დიპლომით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1983) და ასპირანტურა (1987); ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1990), ფილოლოგიის დოქტორი (2005). არის თსუ-ის სოციალურ და      პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი (2017), უნ-ტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს განათლების მეთოდოლ. ექსპერტი (2025), უნ-ტის აკად. საბჭოს წევრი (2024). იყო სსიპ საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტის კონსულტანტი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში (2012-2025); სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს წევრი (2021), სააპელაციო საბჭოს წევრი (2020), თსუ–ის რექტორის მრჩეველი (2019-2025), თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2012-2017), კანცელარიის უფრ. (2017-2019), ვიცე-რექტორის მრჩეველი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებში (2017); სსიპ საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2007-2012). არის სსიპ საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი (2025), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. დაწესებულებათა ავტორიზაციისა და უმაღლ. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2005); იყო საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს სასწ. გეგმებისა და სტანდარტების სამმართველოს უფრ. (2004-2006); შპს კავკასიის უნ-ტის პროფესორი (2006-2017); სტუ-ის ჰუმანიტარულ-ტექნ. მეცნ. ფაკ-ტის ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრის ლექტორი (1999-2002). მონაწილეობდა საზ. ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის“ საქმიანობაში, როგორც სამოქალაქო განათლების ექსპერტი (2006-2010); იყო საქართვ. განათლების სისტემის რეფორმის პროგრამის „ვ-კომპონენტის“–„განათლების სისტემის დაწესებულებათა ფინანსური და რესურსული უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემუშავება“ — ექსპერტი (1999-2002); საქართვ. რესპ. მეცნ. აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის (ყოფ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმი) უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1983-1999). მისი სტატიები გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშ. გმოცემებში.

თხზ.: ვეფხვაძე, თ. (თანაავტორი). (2005). ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის სახელმძღვანელო. თბ.; ვეფხვაძე, თ. (2006). ქართული პრერომანტიზმის ტიპოლოგიური ასპექტები. თბ., საარი; ვეფხვაძე, თ. (2021). "გარდამავალი ხანის" ქართული მწერლობის ესთეტიკური პრობლემატიკა ახალი დროის ქართული იდენტობის კონტექსტში“. თბ., ISBN 978-9941-9750-0-4; Vepkhvadze, T. (2022). Dysphemism as Main Tool of "Hate Speech". International Electronic Scientific and Practical Journal «WayScience», Vol. 5 (№ 2), ISSN 2664-4819. გვ. 75-90; Vepkhvadze, T. (2022). European Discourse in the "Transitional Period" of the Georgian Literature. Balkanistic Forum, 2022, Volume XXXI • Issue 2 • ISSN 1310-3970 (Print). ISSN 2535-1265 (Online). გვ. 268-281; ვეფხვაძე, თ. (2023). ტერმინი „ხელოვნება", როგორც ახალი ესთეტიკური დისკურსი XIX საუკუნის დასაწყისის ევროპულ და ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მაცნე. ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სერია. N 1. ISSN 2720-8443. გვ. 202-212; Vepkhvadze, T. (2023). The Term "Art" As a New Aesthetic Discourse in European and Georgian Philosophical Thinking of the Early 19th Century. International Journal of Arts, Humanities & Social Sciences (IJAHSS) IPRPD, Volume 04; Issue no 05 DOI: 10.56734/ijahss. v4n5a2, ISSN: 2693-2547 (Print), 2693-2555 (Online); Vepkhvadze, T. (2024). “Ethical Aspects of Artificial Intelligence Usage in the Academic Environment”, International Scientific and Academic Research Publisher - ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 2, Issue 10, PP 23-28.  Abbriviate Title- ISAR J Arts Humanit Soc Sci, ISSN (Online)- 2583-9691. Indexed in – Google Scholar, Academia.edu, IPI Indexing-Indexing Portal, ESJI -Eurasian Scientific Journal Index, International Scientific Indexing, Directory of Research Journals Indexing, World Cat, Advanced Science Index, Scientific Journal Impact Factor, Index Copernicus International; Vepkhvadze, T. (2024). Ethical Aspects of Artificial Intelligence Usage in the Academic Environment. International Scientific and Academic Research Publisher - ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 2, Issue 10, PP 23-28. ISSN (Online)- 2583-9691; Vepkhvadze, T. (2025). The Impact of Artificial Intelligence on Academic Environments: Integrity, Inequality, and Interdisciplinary Transformation in Georgian Higher Education. International Scientific and Academic Research Publisher - ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. Volume 3, Issue 10, 2025 | pp: 124-130 - 3(10), 124-130. Abbriviate Title- ISAR J Arts Humanit Soc Sci, ISSN (Online)- 2583-9691. Indexed in – Google Scholar, Academia.edu, IPI Indexing-Indexing Portal, ESJI -Eurasian Scientific Journal Index, International Scientific Indexing, Directory of Research Journals Indexing, World Cat, Advanced Science Index, Scientific Journal Impact Factor, Index Copernicus International; Vepkhvadze, T. Protestantism as a new "Europeanism" in Georgian writing of the "Transitional Period". International Scientific and Academic Research Publisher - ISAR Journal of Arts, Humanities and Social Sciences. ISSN (Online) - 2583-9691.