ვაშაყმაძე მარინა შოთას ასული
ვაშაყმაძე მარინა შოთას ასული

ვაშაყმაძე მარინა შოთას ას (30.XI.1958). დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტის ჟურნალისტიკის განყ–ება (1979). ვ.მ. არის  Euronews Georgia, ევრ. ბორდის წევრი, ედიტორიალის ხელმძღვ. (2019–დან);  New Vision University-ის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის დეკანი (2013-დან); RFE/RL („რადიო თავისუფლება“), თბილ. ბიუროს ხელმძღვ. (2006-2018); აჭარის საზ. ტელევიზიაში სტრატეგიული მრჩეველი (2018-2019);  კავკასიის უნ-ტი, მედიის სკოლა, სრული პროფესორი (2018-2023); თსუ–ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის მიმართულება, პროფესორი (2018–2023, 2005–დან).  „ღია საზოგადოება საქართველო“–ს აღმასრ. საბჭოს წევრი (2010–2015); International Centre for Journalists – Caucasus (CCFJ) დირექტორი (2002–2006),  მედიაჟურნალ „მედიატორი“–ს დამფუძნებელი და რედაქტორი (2003–2005); ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვ. თსუ-ში (2007–2011); GIPA, კავკ. ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა (CSJMM) პროფესორი (2003–2010); ICFJ ProMedia II პროექტი, ასოც. დირექტორი(2002-2002). მან მოამზადა და გამოსცა პირველი დასავლური ტიპის ქართ. სტილისტიკური ცნობარი ჟურნალისტთათვის (2001). მ.ვ. იკავებდა მოწვეული პროფესორის პოზიციას Louisiana State University, Manship School of Mass Communication ( 2002-2005); არის „ახალი ქართული გაზეთის“, შეფ-რედაქტორი; პირველი დასავლური ნიუსრუმის დამფუძნებელი და ხელმძღვ. საქართველოში (1998-1999); ჟურნ. „სტუდიას“ დამფუძნებელი და რედაქტორი (1997-2003); ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლის „სტუდიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (1997-2004), პირველი ქართ. ციფრული ფოტობანკის დამფუძნებელი (1996), საქართველოში პირველი დამოუკიდებელი გამოცემა, ჟურნ. „კალთას“ დამფუძნებელი და რედაქტორი (1990-1996). ვ.მ.-მ დაამკვიდრა მდგრადი სამეცნ.-პედაგოგიური კარიერა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე; ხელი შეუწყო მედიალოგიისა და საერთაშ. ჟურნალისტიკის კათედრის განვითარებას.

თხზ.: ვაშაყმაძე, მ. (1987). თანამედროვე ქართული ნარკვევი, მონოგრ. თბ.; ვაშაყმაძე, მ. (1992).  მედიის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჟურნალისტიკა,  №2, გვ. 35–50; ვაშაყმაძე, მ. (1999). გლობალური საინფორმაციო ნაკადები და ქართული მედია. სტუდია, გვ. 12–26; დოკუმენტური ფილმების სცენარების ავტორი (1989–2003), მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები სტუდია „მემატიანესა“ და სხვა სატელევიზიო სტუდიებში.