ვასაძე თამაზ ალექსანდრეს ძე
ვასაძე თამაზ ალექსანდრეს ძე

ვასაძე თამაზ ალექსანდრეს ძე (16.VI.1957, ქ. თბილისი), ფილოლოგი, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1985), ფილოლოგიის დოქტორი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1979) და ასპირანტურა (1982). არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1984-დან), იყო განათლების სისტემის რეფორმირების პროექტ „ილია ჭავჭავაძის“ კონსულტანტი (1999-2005), ლიტ. კონკურსების „გალა“ (2008-09), „მუზა“ (2023), „ვაჟა-ფშაველას პრემია“ (2021, 2023) ჟიურის წევრი. ვ.თ.-ს კვლევის სფეროა „ვეფხისტყაოსანი“, კლასიკური და თანამედროვე ქართ. ლიტ-რა. მისი სამეცნ. ნაშრომები შეეხება როგორც ძველი, ისე კლასიკური პერიოდისა და თანამედროვე ქართვ. მწერლების (დ. გურამიშვილის, ნ. ბარათშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, მ. ჯავახიშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, ლ. ქიაჩელის, გ. რჩეულიშვილის, გ. ტაბიძის, ბ. ხარანაულის, ო. ჭილაძის და სხვ.) მსოფლმხედველობის ანალიზს, შემოქმედების ძირითად თემატიკასა და ინტერპრეტაციებს. აღნიშნული კვლევის შედეგები ასახულია წიგნში „ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში“ (2010). ვ.თ.-ს გამოცემული აქვს ძვ. ქართ. ლიტერატურის ტექსტები განმარტებებითა და ანალიტიკური გზამკვლევით: „შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი“ (2011) და „ქართული აგიოგრაფიული პროზა ლიტერატურის შემსწავლელთათვის“ (2013). იგი ასევე არის ავტორი X, XI და XII კლასების ქართ. ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებისა (2007-2010). ვ.თ.-მ შეადგინა და გამოსცა რამდენიმე ანთოლოგია, კერძოდ: „ქართული პროზის მცირე ანთოლოგია“ (2003), „დამპატიჟე. ქართველი მწერლების კომიკური და ტრაგიკომიკური მოთხრობები“ (2008), „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია. მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ (2014), „ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“ (2014). ვ.თ. არის ჟურნ. „ლიტერატურული ძიებანის“ და „კრიტიკის“რედკოლეგიების წევრი. მიღებული აქვს ლიტ. პრემიები: „საგურამო“ (2012) და „საბა“ (2016).

თხზ.: ვასაძე, თ. (1996). ფარული შინასამყარო. ლიტერატურული წერილები, ესეები. თბ., მერანი; ვასაძე, თ. (2001). ორგვარი ცნობიერება. თბ., საარი; ვასაძე, თ. (2012). გურამ რჩეულიშვილიუსახელო უფლისციხელი“. ლიტერატურული ტექსტის გააზრება. თბ., ISBN 9789941051227; ვასაძე, თ. (2015). 20 ქართული მოთხრობა. კრიტიკული სტატიები, ეტიუდები. თბ., ინტელექტი, ISBN 9789941466052.