ვარდოსანიძე იოჰან (იაგო) ლევანის ძე
ვარდოსანიძე იოჰან (იაგო) ლევანის ძე

ვარდოსანიძე იოჰან (იაგო) ლევანის ( 17.VI. 1928, სოფ. ობჩა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 01. I. 1996, თბილისი), ქართვ. ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1983). ვ. ი.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951). იგი მუშაობდა გაზ.  „ახალგაზრდა კომუნისტის”  რედ. ლიტ. მუშაკად (1952–1954), ხოლო შემდეგ აგიტაციისა და პროპაგანდის განყ-ბის გამგედ (1954–1961). იყო საქართვ. ჟურნალისტთა ფედერ.  წევრი (1958 ), გამომც. „ნაკადულის“ საშ.  და უფრ. ასაკის ბავშვთა ლიტ. რედ. გამგე (1961–1965), ხოლო შემდეგ-ამავე  გამომც.  მთ.  რედ.;  ვ. ი-მ  მუშაობა დაიწყო ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედ. (1968). იგი იყო: უფრ.  სამეცნ. რედ. ლიტ. კონტროლის რედ. გამგე (1970–1975) და პასუხისმგებელი მდივანი (1975–1995). „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 12-ტომეულის მომზადებასა და გამოც. შეტანილი წვლილისათვის ვ. ი-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1988). იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ბორის ლავრენიოვის, ვლადიმირ იანის, რეიმონდ ჩანდლერის და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტ.: ვარდოსანიძე, იოჰან (იაგო). საქართველო: ენციკლოპედია : ტ. 3, თბ., 2014,  გვ. 173.