თოთიბაძე სოფიო გურამის ასული
თოთიბაძე სოფიო გურამის ასული

თოთიბაძე სოფიო გურამის ასული (31.III.1993, თბილისი), ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2023). დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის მიმართულება. იყო თსუ-ის ენათა შემსწავლელი ცენტრის ინგლ. ენის მასწავლებელი (2015-2016; 2019-2022);  თბილ. სან დიეგოს უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2018-2020). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამახურის უფრ. სპეციალისტი (2020-2022); ენათა შემსწავლელი ცენტრის უფრ. სპეციალისტი (2023-დან); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის დეპარტ. ასისტენტ-პროფესორი (2022-2023); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის დეპარტ. ასოცირებული პროფესორი (2023-დან); ფილოლოგიის დოქტორი (2020). როგორც ლექტორი, კითხულობდა ლექციებს უნგრეთის კ. გასპარის უნ-ტში. თ.ს.-ს ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომი. თ.ს. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა შემდეგ კურსებს: ინგლ. ფილოლოგიას ბაკალავრიატის საფეხურზე: საჯარო მეტყველება (ლექცია-სემინარი); გამოყენებითი ლინგვისტიკა და მეორე ენის შესწავლა (ლექცია-სემინარი); ინგლ. ფილოლოგიი შესავალი (სემინარი); ბრიტანეთმცოდნეობის შესავალი (სემინარი). მაგისტრატურის საფეხურზე: ინგლ. ენის პრაქტიკული კურსი, ქართ.-ინგლ. ლიტ. და კულტურული ურთიერთობები (სემინარი); გენდერის ლინგვისტური მახასიათებლები (ლექცია-სემინარი); თარგმანმცოდნეობის კვლევის მეთოდები (ლექცია-სემინარი); ინგლ. ტექსტისა და დისკურსის კვლევის მეთოდები (ლექცია-სემინარი). თ.ს.-ს კვლევის სფეროებია: სოციოლინგვისტიკა; მეტაფორის თეორია; პოლიტ. და გენდერის დისკურსი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე შრომა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშ. პერიოდულ გამოცემებში. თ.ს. არის რუსთაველის სამეცნ. ფონდის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე პროექტის ახალგაზრდა მეცნიერი და მონაწილე. მისი მონაწილეობით შეიქმნა  ქართ. ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა (ინგლ., გერმ., ფრანგ., რუს., თურქ. და არაბ. ეკვივალენტებით), რ-იც ითვალისწინებს რამდენიმე განსხვავებული კულტურის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემებთან შედარება–შეპირისპირებით, ქართ. ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების ელექტრონული ბაზის შექმნას; დასახელებული ენების იდიომებისა და ანდაზების ენათაშორისი ეკვივალენტობისა და მათი კულტუროლოგიური ასპექტების წარმოჩენას.

თხზ.: თოთიბაძე, ს. (2021). გენდერული სტერეოტიპები და ზღაპარი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; თოთიბაძე, ს. (2022). “A woman turned into a Man “- A Sociolinguistic Analysis of a Georgian Fairy Tale” in Georgia on my mind, English language and discourse practices in Georgian culture (Italy); თოთიბაძე, ს. (თანაავტორი). (2023). Speak outside the Box, Book I და II. თბ., უნ–ტის გამ–ბა; თოთიბაძე, ს. (თანაავტორი). (2023). Stylistics (Seminar Reader). თბ., უნ–ტის გამ–ბა; თოთიბაძე, ს. (2023). A battle of the sexes and gender solidarity in the Georgian version of the British tv show The Weakest Link Communication and gender Debates in English, Italian and Spanish.; თოთიბაძე, ს. (2023). სიძულვილის ენა და გენდერული სტერეოტიპები ქართულ ციფრულ მედია-დისკურსში. თბ., უნივერსალი;  თოთიბაძე, ს. (თანაავტორი). (2025). კონცეპტუალური მეტაფორის უნივერსალური და ვარიანტული მოდელები: ქართული და ინგლისური კონტექსტი. თბ., უნივერსალი.