-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
შენგელია ქეთევან ალიოშას ასული (12.II.1964. თბილისი), ფილოლოგიის დოქტორი (2002), პოეტი, მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (1993), ლიტ. ჟურნ. „მწვანეყვავილას“, მთ. რედაქტორის მოადგილე (2023), გაერთიანება „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (2016), არტ კლუბ „შავი ლომის“ დამაარსებელი (2018). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1987); საზ–ებრივ პროფესიათა ფაკ–ტი კინოდრამატურგიის სპეციალობით (1988); თსუ–ის თანამშრომელი (1993-2007), თსუ–ის „შემოქმედებითი დახელოვნების სახელოსნო–ახალგაზრდა მწერალთა წრის“ ხელმძღვ. (2003-2007), შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (2006-2011), ქართული უნ–ტის ლექტორი (2011), ამავე უნ–ტის „ლიტერატურულ-შემეცნებითი სახელოსნოს“ ხელმძღვ. (2011-2024). შ.ქ.-ს სამეცნ. ინტერესები ძირითადად მოიცავს ვაჟა-ფშაველასა და XX ს. კლასიკოსი მწერლების ლიტ. მემკვიდრეობის საკითხებს. სხვადასხვა აკადემიურ გამოცემაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები და ლიტ. ნარკვევები. გარდა ამისა, ის აქტიურად არის დაკავებული შემოქმედებითი პროცესით - არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი („მზე და ღრუბელი“, „100 ლექსი“ და სხვ.) . მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე და შეტანილია სხვადასხვა ტიპის ანთოლოგიებში, მათ შორის საფრანგეთში გამოცემულ ქართ. კლასიკური და თანამედროვე მწერლების ანთოლოგიურ გამოცემაში (2011). მიღებული აქვს ლიტ. პრემიები: ა. კალანდაძის (2015); ა. წერეთლის (2016); ნ. ბარათაშვილის (2017); გ. ლეონიძის (2020); გ. ჩოხელის (2022); ტ. ტაბიძის (2025) სახ.; ქრისტ. პოეზიის ფესტივალ „წნინდა ნინოს ჯვრის“ (2015), „საგურამო“ (2019), გ. ტაბიძის სახ. პრემია და ოქროს მედალი ქართ. პოეზიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის (2024).
თხზ.: შენგელია, ქ. (2005). ლიტერატურული ნარკვევები და ესეები-მზისფერი ქუდი. თბ., გამომც. უნივერსალი. ISBN 99940-51-48-2; შენგელია, ქ. (2005). ქართველ მწერალთა შემოქმედებითი მიმართებები ვაჟა-ფშაველასთან (გრ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, მიხ ჯავახიშვილი). თბ., გამომც. უნივერსალი. ISBN 99940-32-46-1; შენგელია, ქ. (2009). ლიტერატურული ნარკვევები და ესეები - ცეცხლი და მდინარე. თბ., ეროვნ. მწერლობა. ISBN 978-9941-0-1930-2.