მენაბდე დარეჯან ლევანის ასული
მენაბდე დარეჯან ლევანის ასული

მენაბდე დარეჯან ლევანის ასული (27. V. 1954. თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2005). შედარებითი ლიტ-ის მსოფლიო ასოციაციის ქართ. ორგანიზაციის (GCLA) წევრი (2008). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტ-ის სპეციალობით (1976). მუშაობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრაზე (1976-2006); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-ის ინ-ტის ქართ. ლიტ. განყ-ბაში (1996-დან), ამავე ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომლად (2006-დან). მისი სამეცნ. ინტერესის ძირითადი სფეროებია ლიტ-ის ისტორია და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა. არის 140-ზე მეტი სამეცნ. სტ. (ქართ., ინგლ., გერმ., რუს. ენებზე) ავტორი, რომელთა დიდი ნაწ. ეთმობა მხატვრული ლიტ-ისა და საისტ. მწერლობის, ქართ. ემიგრანტული და სამოგზაურო ლიტ-ის, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის საკითხებს. არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტის. სამეცნ. კრებ. შემდგენელ-რედ. მისი ნაშრომებია: „იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ და ადრექრისტიანული კულტურა“ (2012); „ეროვნული თვითშემეცნების სათავეებთან. იოვანე საბანისძე. „მარტვილობაჲ ჰაბო ტფილელისაჲ“ (2016); „უდაბნოთა ქალაქმყოფელი. წმიდა გრიგოლ ხანძთელი“ (2018); „ქართული ჰაგიოგრაფია“ (2021); „X-XII საუკუნეების ქართული ლიტერატურა“ (2024); შედგენა და გამოსცა „ქართველ მეფეთა პოეზია“ (1996; 2004); მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მენაბდე, დ. (თანაავტორი). (2012).  კვლევის 70-წლიანი ისტორია. თბ. შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტის გამ-ბა; მენაბდე, დ. (2016). ლიტერატურულ ურთიერთობათა ვექტორები (V-XVIII სს.). თბ., ნეკერი; მენაბდე, დ. (შემდგენელ-რედაქტორი). (2019).  კორნელი კეკელიძე. ათი სტატია პრესისთვის. თბ.,  ISBN 9789941133411; მენაბდე, დ. (2023). სამეცნიერო კვლევების ისტორია: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია: (2012-2022 წწ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941361296.