მაზიაშვილი დავით
მაზიაშვილი დავით

მაზიაშვილი დავით ჯემალის ძე (01.VI.1984 თბილისი) – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2006) და მაგისტრატურა (ანგლისტიკა) (2009), თსუ-ის ფილოლოგიის დოქტორი (ინგლ. ფილოლოგია) (2012), ინგლ. ლიტერატურის მიწვეული ლექტორი (2010-2015) და ასოცირებული პროფესორი (2015-დან), ოქსფორდის უნ-ტის მიწვეული მკვლევარი (პოსტდოქტორანტურა) (2019-2020), ჯეიმზ ჯოისის იტალიური ასოციაციის წევრი (2022), ევროპის შექსპირის კვლევის ასოციაციის წევრი (ESRA) (2023-დან), რუსთაველის ეროვნ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რ. სტურუას მრჩეველი საგანმან.-სამეცნ. საკითხებში (2014-2016), საქართველოში პირველი თანამედროვე ბალეტის დასის დაარსების ინიციატორი (მ. ალექსიძესთან ერთად) და გ. ალექსიძის სახ. „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი (2016-დან); დაჯილდოებულია დანტე ალიგიერის საზ-ების ოქროს მედლით და საპატიო დიპლომით (რომი, იტალია) (2023); შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის საგრანტო კონკურსების გამარჯვებული (2016, 2018), ავტორია სამი მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნ. სტ. (ქართ., ინგლ., ენებზე) პოსტმოდერნიზმის, პოსტჰუმანიზმის, ტომ სტოპარდის, უილიამ შექსპირის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის და თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში შექსპირის შემოქმედების რეცეფციის შესახებ. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშ. კონფერენციასა და სიმპოზიუმში ევროპის წამყვან უნ-ტებში. სამეცნ. ჟურნალის და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი; სამეცნ.-სახელოვნებო გამოცემების შემდგენელ-რედაქტორი. მრავალი საერთაშ., რეგიონალური და სტუდენტური  სამეცნ. კონფერენციის ორგანიზატორი; ავტორი და ხელმძღვ. საგანმან.-სამეცნ. და სახელოვნებო პროექტების ციკლისა, რომელმაც თსუ სკოლებსა და თეატრებს დააკავშირა (2013-2016). გადაღებული აქვს რამდენიმე დოკ. ფილმი ქართ. შექსპირიანას შესახებ. მათ შორის „რობერტ სტურუას იულიუს კეისარი (ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან)“ (2015). ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული ფილმი-ბალეტი – „ლუჩიას ოთახი“ (2020);  „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ (2021) და „მზიანა“ (2022). „ლუჩიას ოთახის“  პრემიერა დუბლინში, ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, „ბლუმსდეი“ ფილმის ფესტივალზე (Bloomsday Film Festival 2022) გაიმართა და  Best International Joycean კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა (Special Mention) მოიპოვა. სამეცნ. საქმიანობის პარალელურად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი (1999-2011) და ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერალ-მგალობელი (2005-დან).

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მაზიაშვილი, დ. (2014) ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი,  24 საათი, ISBN 9789941903151; მაზიაშვილი, დ. (2021) შექსპირის პოსტმოდერნიზმი (პროზა, დრამატურგია, თეატრი). (ქართ., ინგლ., ენებზე), გამომცემლობა, 24 საათი, ISBN 9789941974007; ბეატრიჩე (2023) მულტიმედიური გამოცემა, (ქართ., იტალ., ინგლ., ენებზე), (შემდგ.-რედ.), გამომცემლობა, სეზანი,  ISBN 987-9941-8-5871-0; მაზიაშვილი, დ. (2025). სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში. (ქართ., ინგლ., ენებზე), გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი, ISBN 978-9941874284.