ლეჟავა ივანე  ივანეს ძე
ლეჟავა ივანე ივანეს ძე

ლეჟავა ივანე ივანეს ძე  (22.XI.1944, თბილისი), ფილოლოგი, თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი, ექსპერ. ფონეტ. სამეცნ.-კვლ. ლაბო­რ. ხელმძღვ. დააამთავრა თსუ-ის კიბერნ. ფაკ-ის სტრუქ­ტურული და გამოყენებითი ლიგვისტ. განყ-ბა (1966) და ასპირანტურა (1969), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1985). თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ექსპერ. ფონე­ტ. სამეცნ.-კვლ. ლაბო­რ.  უმცრ.  მეცნ.-თანამშრომელი (1970-1985),  ექსპერ. ფონე­ტ. სამეცნ.-კვლ. ლაბო­რ.  უფრ.  მეცნ.-თანამშრომელი (1985-1995),  ექსპერ. ფონე­ტ. სამეცნ.-კვლ.  ლაბო­რ. გამგე (1995-2006). თსუ-ის  ზოგადი ენათმეცნ.  კათედრის დოცენტი (1997-2006), ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნ. და ფონეტ. ინ-ტის უფრ. სპეციალისტი (2007-2011), ჰუმა­ნიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თეორ. და გამოყენებითი ენათმეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის მოწვეული ლექტორი (2008-2016), ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის  სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2011-2014), ჰუმა­ნიტარულ მეცნ. ფაკ-ტის  ექსპერ. ფონეტ. სამეცნ.-კვლ. ლაბო­რ. ხელმძღვ. (2014-2025), თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოც. პროფ. (2016-2025). ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2024-2025). თსუ-ის ჰუმანი­ტა­რულ მეცნიე­რებათა ფაკ-ტის საენათ­მეც­ნიერო პერიოდული ჟურნ. "ენათმეცნიერების საკითხების" რედაქტორი (2021-2025). ლ. ი.-ს ნაშრომები და მოხსენებები ეხება ზოგადი და ექსპერ. ფონეტი­კის საკითხებს: ენათა სეგმენტური და სუპრასეგმენტული ერთეულების შესწავლას, ბგერითი შემა­დგენლობის დადგენასა და პროსოდიული თავისებურებების გამოვლე­ნას არტიკუ­ლაციური, აკუსტიკური და პერცეფციული ფონეტიკ. მეთოდებით;   ექსპერ.-ფონეტ. კვლევა ჩატარე­ბული აქვს ქართვ., კავკ. და ინდოევრ. ენების მასალაზე.  დაჯილდოებულია  საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელითა (2022) და თსუ-ის ოქროს მედლით (2024).

თხზ.: ლეჟავა, ი. (2017). ენათა შეპირისპირებითი ფონეტიკა (ქართული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების მასალაზე), გამომცემლობა მერიდიანი, ISBN 978-9941-25-325-6 (თანაავტო­რობით); ლეჟავა, ი. (2011).  გლოტალიზაციის ნიშანი ქარ­თვე­ლურ ენებში აკუსტიკური და ფუნქციონალური თვალსაზრისით, გამომცემლობა უნივერსალი, ISBN 978-994-17-351-6 (თანაავტორობით).