ლეთოდიანი ანა დიმიტრის ასული
ლეთოდიანი ანა დიმიტრის ასული

ლეთოდიანი ანა დიმიტრის ასული (13.V.1978, თბილისი), ფილოლოგი. ფილოლოგიის დოქტორი PhD (2011). მოიპოვა ი. ჭავჭავაძის სტიპენდია (2011); არის კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA) წევრი (2022-დან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1999), მაგისტრატურა (2001) და დოქტორანტურა (2011). მუშაობდა თსუ-ში მეცნიერ თანამშრომლად (2003-2004); მოწვეულ მასწავლებლად (2005-2006); უფრ. ლაბორანტად (2007-2015); მოწვეულ ლექტორად (2008-2015);  ასისტენტ-პროფესორად (2015-2025); არის ასოცირებული პროფესორი (2025-დან); თსუ-ის შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2009); ლ.ა.-ს კვლევის სფეროა ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა: სემიოტიკა, ჰერმენევტიკა, მხატვრული სტილისტიკის საკითხები, ლიტ. ტექსტის თანამედროვე მეთოდები და  ტექსტის  გააზრება, ტექსტის კომპარატივისტული ანალიზი. დასახელებული ინტერესების კონტექტში ასევე საყურადღებოა მედიავალური ლიტერატურა, კერძოდ, შუა სს სააზროვნო-თეორიული კონცეპტების, ქართ.-ბიზანტ. ჰაგიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ კვლევა (ქართ. აგიოგრფიული ტექსტების ჟანრული მარკერების გამოკვეთა, პერსონაჟის ხასიათზე, სტილისტურ თხრობის სისტემებსა და ე.წ. შაბლონთა, სიმბოლოთა, რიტორიკულ ფიგურათა ტიპებზე დაკვირვება). ლ. ა. არის ელექტრონული სამეცნ. ჟურნ. „სტუდენტური კვლევების“ სარედაქციო საბჭოს წევრი (2020-დან).

თხზ.: ლეთოდიანი, ა. (2013). გვრიტის, მტრედისა და ორბის სიმბოლიკა ,,გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით. ლიტერატურული ძიებანი №34, გვ. 140–144. შ. რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ–ტის გამ–ბა; ლეთოდიანი, ა. (შემდგენელ-რედაქტორი). (2021).  ფიქრი, რომელიც მნიშვნელობს. თბ., გამომც. არტანუჯი, ISBN 9789941494185.