კაჭარავა ნანული (ნანა) ნოდარის ასული
კაჭარავა ნანული (ნანა) ნოდარის ასული

კაჭარავა ნანული (ნანა) ნოდარის ასული (17.XII.1959, ბათუმი), ენათმეცნიერი, თურქოლოგი, მთარგმნელი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქ. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1981) და თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი ხელოვნებათმცოდნეობის განხრით (1980); არის ფილოლოგიურ მეცნ. კანდ., დოქტორი (2006); საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი,  გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სახელშეკრულებო წესით გაფორმებული თანამშრომელი (1981); თბილ. 83-ე რუს. საშ. სკოლის ქართ. ენის მასწავლებელი (1981-1982);ა მიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამმართველოს მთარგმნელი (1982); თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქ. ენის კათედრის პედაგოგი (1989); თურქეთში ანკარის უნ-ტის, ლინგვისტიკის, ისტ. და გეოგრაფიის ფაკ-ტების მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (1995-96); თურქეთის, ანკარის, ბილქენთის უნ-ტების, მუსიკისა და სასცენო ხელოვნების ფაკ-ტის, თეატრ. რეჟისურის, სამსახიობო ხელოვნების, სამსახიობო მოძრაობის ლექციებისა და სპექტაკლების მთარგმნელ-თარჯიმანი (თანმიმდევრული ზეპირი, წერითი, 1996-2005);  თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის, თურქოლოგიის დეპარტ., ენათა ცენტრის პედაგოგი, ასისტენტ პროფესორი (2005-2012); თურქეთი, დუზჯეს უნ-ტის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტების, კავკ. ენებისა და კულტურების განყ-ბის, ქართ. ენისა და ლიტერატურის მიმართულების  მოწვეული პროფესორი (2014-2021); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). საქართვ. ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა კ.ნ.-ს საავტორო გადაცემა „ვისწავლოთ ქართული“ (თურქებისათვის, 2007-2008). თურქეთის უნ-ტებში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ქების სიგელი და მადლობის წერილი. კ.ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენა (ყველა საფეხური); თარგმანი და თარგმანის თეორია; სათარჯიმნო პრაქტიკუმი; ოსმალური ენა (ბაკალავრიატში); თურქ. ენათა შედარებითი გრამატიკა; თურქ. დრამატურგია; თურქოლოგიური ენათმეცნიერება; თურქების ყოფითი კულტურა (თურქულად); თურქ. ფრაზეოლოგია (თურქულად); სამედ. დოკუმენტების თარგმნის პრაქტ. კურსი (მაგისტრატურაში). ქართ. ენა (თურქი ოფიცრებისათვის და საქართველოში მცხოვრები არაქართველებისათვის, პროგრამა 4+1). თურქეთის დუზჯეს უნ-ტში: ქართ. ენა; თანამედროვე, ახ. და ძვ.   ქართ. ლიტერატურის ისტორია; ფოლკლორი; რუს. ენა; აკად. წერა; დიალექტოლოგია; ქართ. ხელოვნება; ქართ. კულტურა; საქართვ. ისტორია; ქართულიდან თურქულად და პირუკუ თარგმნა, სამეცნ. ტექსტის თარგმნა (ბაკალავრიატში); სამეცნ.-კვლევითი მეთოდები; ქართ. სალიტერატურო ენის ნორმები; ქართ. ტერმინოლოგია; ქართ.-თურქ. ენობრივი და ლიტ. ურთიერთობები (მაგისტრატურაში). კ.ნ.-ს კვლევის სფეროებია: თურქ. ენა (გრამატიკა, ლექსიკა, ლექსიკოგრაფია, სიტყვაწარმოება, ფრაზეოლოგიზმები, ქართ. ენაში შესული აღმოსავლური წარმოშობის ნასესხები სიტყვები);  აღსანიშნავია კ.ნ.-ს მონოგრაფია „კორპორალური ლექსიკა თურქულში“ (2025), ეძღვნება კორპორალური, ანუ   ადამიანის სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი, ლექსიკის  სემანტიკურ-გრამატ. სისტემის დახასიათებას თურქულში. საინტერესოა ლექსიკონი „საერთო აღმოსავლური ლექსიკა თანამედროვე თურქულსა და ქართულ ენებში“ (2026), წარმოდგენილია აღმოსავლური წარმომავლობის ორივე ენისათვის საერთო ათასამდე სიტყვა. კ.ნ. თარგმნის მხატვრ. და სამეცნ. ლიტერატურას თურქულიდან ქართულად,  ქართ. და რუს. ენებიდან თურქულად. კ.ნ-სა და თ. ალფენიძის მიერ თურქულად თარგმნილია და ადაპტირებული ნ. ჭანიშვილის წიგნი „ქართული ენის სახელმძღვანელო“ (2024), სახელმძღვანელო  განკუთვნილია თურქეთის იმ ოთხი უნ-ტის (ყარსი, არტაანი, რიზე, დუზჯე) სტუდენტებისათვის, სადაც  ფუნქციონირებს ქართ. ენისა და ლიტერატურის კათედრები, აგრეთვე ნებისმიერი თურქისთვის, რ-საც ქართ. ენის შესწავლა სურს.

თხზ.: კაჭარავა, ნ. (თანაავტორი). (2008). საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ირან-ოსმალეთის ომების დროს XVI ს-ში და საქართველო. თბ., ნეკერი. ISBN 9789941404368;  კაჭარავა, ნ. (2018). შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“ თურქულ სალიტერატურო სივრცეში. შ. რუსთაველის 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. სამეცნ. კონფერენვიის მოხსენებათა კრებ., დუზჯეს უნ-ტის გამომც., დაბეჭდილია ანკარაში, (ქართ. და თურქ. ენებზე). ISBN 9786058193314; კაჭარავა, ნ. (2019). დუზჯეს რეგიონში კავკასიური (აფხაზური, ჩერქეზული, ქართულ-ლაზური) სამზარეულო.  მსგავსებები და განსხვავებები,  ადიღეური ფილოლოგია II. დუზჯეს უნ-ტის გამომც., დუზჯე, (თურქ. ენაზე), ISBN 9786050635614; კაჭარავა, ნ. (2023). კავკასიოლოგია თურქეთში, თ. გამყრელიძისადმი მიძღვნ. საერთაშ. კავკასიოლ. კონგრესი. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978994136033; კაჭარავა, ნ. (თანაავტორი).  (2024). თურქულ-აზერბაიჯანული შუამავლობისათვის სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებში. ენა და კულტურა, №32, E-ISSN 27207900. კაჭარავა, ნ. (2024). ქართული ენის სწავლების საკითხი თურქეთში, ტიპოლოგიური ძიებანი VIII. თბ., ილიაუნი, აკად. გ.წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი. ISBN: 9789941990533; კაჭარავა, ნ. (2025). ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების შემოქმედება, კულტ-ის ისტ-ისა და თეორიის საკითხები, XXXIX. თბ., უნ–ტის გამ–ბა.