იბერი ელდარ დავითის ძე
იბერი ელდარ დავითის ძე

იბერი ელდარ დავითის ძე (ნამდვ. გვარი — საღინაძე) (07.II.1939, ქ. ცაგერი) — ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი. დაამთავრა ცაგერის საშ. სკოლა ოქროს მედლით (1957). თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1962). ჟურნალისტიკის უმაღლ. სკოლა, მოსკოვში (1974). მუშაობდა საქ. სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში რადიოს სამეცნ. გადაცემათა რედაქციაში (უმცროსი, შემდეგ უფრ. რედაქტორი, 1963-1972). საქმიანობა განაგრძო ტელემაუწყებლობის განხრით: ახალგაზრდული ტელერადიოპროგრამების გაერთ. მთავარი რედაქციის მთ. რედაქტორის მოადგილე, ტელევიზიის საბავშვო პროგრამების მთავარი რედაქციის მთ. რედაქტორი, სატელევიზიო პროგრამების მთავარი დირექციის მთ. დირექტორი (1975–1980). იყო საქ. სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1983–1987). ი.ე. ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებათა ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის სოციოლ. შესწავლის ლაბორატორიაში (უმცროსი, შემდეგ უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1980–1983). აქვე დაიცვა ფილოლ. მეცნ. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სატელევიზიო პროპაგანდის როლი სოციალური აღზრდის სისტემაში“(1981). ი.ე. დაუბრუნდა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტს ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1987). მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედაგოგიური წოდება (1996). ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (დისერტაციის თემა — „რადიომაუწყებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემაში“, 1999). პროფესორი (2004). იყო თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2005–2012); ეწევა სასწ.-სამეცნ. საქმიანობას, როგორც მოწვეული ლექტორი (2013-დან). ი.ე.-ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს მასობრივი კომუნიკაციის თეორიას, რადიო და ტელემაუწყებლობის ისტ. და ფუნცქიონირების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მათ შორის: „რადიოჟურნალისტიკა“ (1996), რ. სურგულაძესთან თანაავტორობით-„მასობრივი კომუნიკაცია: თეორიის საკითხები“(2003), მკვლევართა ჯგუფთან ერთად - „საქართველოს რადიოს ისტორია“ (2009), „საქართველოს ტელევიზიის ისტორია“ (2016), „ელექტრონული მედიის პროგრამირება“ (2018). მისი ნაშრომები გამოყენებულია ჟურნალისტიკის სასწ. პროგრამებში. აქტიურად მონაწილეობდა თსუ-ის სამეცნ. ცხოვრებაში: იყო ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრის სამეცნ. კრებულის „ტელერადიოჟურნალისტიკის საკითხები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი (1996–2003), სადისერტაციო და სპეციალიზებული საბჭოების წევრი, სადოქტორო პროგრამისა და სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი.