გრიგოლაშვილი ლაურა გრიგოლის ასული
გრიგოლაშვილი ლაურა გრიგოლის ასული

გრიგოლაშვილი ლაურა გრიგოლის ასული(02.IV.1936, ქ. თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ჰიმნოლოგი. მედიევისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ქართ. ენისა და ლიტერატურის მიმართულება (1957). უნ-ტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამავე უნ-ტის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. დღემდე ეწევა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას თსუ-ში (1970-დან). პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილ. სას. სემინარიასა და აკადემიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში, უძღვებოდა სატელევიზიო კურსს აბიტურიენტთათვის ქართ. ლიტერატურაში. მისი სამეცნ. კვლევისა და ძიების სფეროა, ძირითადად, ძვ. ქართ. ლიტერატურა, ჰიმნოგრაფია. ავტორია მონოგრაფიისა „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“ (2005); მისი თანაავტორობით ქართ. ენაზე ითარგმნა და გამოიცა ა. კრიტელის „დიდი კანონი“ (2020). დაიბეჭდა „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა“ (2018). ავტორია შრომებისა XIX და XX სს. ქართ. ლიტერატურის საკითხებზე.  გადაეცა ღირსების ორდენი (2018).

თხზ.: გრიგოლაშვილი, ლ. (2001). ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის შედგენის პრინციპები და მეთოდური რეკომენდაციები: მასწავლებლის წიგნი. IX კლასი. თბ., ლოგოს პრესი; გრიგოლაშვილი, ლ. (2005). დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5-511-00569-X; გრიგოლაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2008). ძველი ქართული მწერლობა: დამხმ. სახელმძღვანელო. თბ.,  სწავლანი; გრიგოლაშვილი, ლ. (2015). დავით აღმაშენებელი, გალობანი სინანულისანი.  მერიდიანი. ISBN: 9789941081392.