გონიაშვილი თინათინ
გონიაშვილი თინათინ

გონიაშვილი თინათინ (10. IX. 1913, ქ. თბილისი- 1990), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ენათმეცნ. განხრით (ქართველური ენები) (1931). მუშაობდა კორექტორად, შემდეგ სტილისტად გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში (1932-1933). ჩაირიცხა საკავშ. მეცნ. აკად. კავკასიათმცოდნეობის ინს-ტის ასპირანტად თბილისში (1933).  ლენინგრადში, საკავშ. მეცნ. აკად. ენისა და აზროვნების ინ-ტში გაიარა ასპირანტურის ერთწლიანი კურსი (1936). მუშაობდა ზოგადი ენათმეცნ. და კავკასიურ ენათა საკითხებზე. მეცნიერ-მუშაკთა სრულიად საკავშ. კონკურსზე, სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის — ნიკო მარის სახ. ენიმკის ინ-ტის წარდგენის თანახმად, გ. თ.-ის ნაშრომს „ადიშის ოთხთავის  დიალექტიზმებისათვის“ უმაღლესი შეფასება მისცეს და ავტორს სრულიად საკავშ. მეორე პრემია (1500 მანეთი) გადაეცა. ნაშრომი მოთავსებულია „ენიმკის ინს-ტის  მოამბეში“.  თბილისში დაბრუნების შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა საკავშ. მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის ნ. მარის სახელობის ენიმკის ინს-ტში. დაიცვა დისერტაცია ფილოლ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად თსუ-ში (1938). ენიმკის სამეცნ. საბჭომ გ.თ. აირჩია უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1938), ამავე წელს უნ-ტის სამეცნ. საბჭომ იგი კავკასიურ ენათა კათედრის დოც. დაამტკიცა. კითხულობდა ჩეჩნური ენისა და ზოგადი ენათმეცნ. შესავლის კურსებს (1939-1942).  იგი დააპატიმრეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, როგორც პოლიტიკურ პატიმარს (1942). გაათავისუფლეს ვადამდე, მიიღო რეაბილიტაცია (1957).  კვლავ დაიწყო მუშაობა თსუ-ში (1946, სექტ.), ასევე აღადგინეს ნ. მარის სახ. ენიმკში, ხოლო შემდეგ, გარდაცვალების უკანასკნელ დღემდე, მუშაობდა საქართვ. სსრ მეცნ. აკად. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტში. იყო ამ ინს-ტის სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიათა დამუშავებაში და იყო ამ ტერმინოლოგიათა განსახილველი სარედაქციო კომისიების მუდმივი წევრი. კერძოდ, მას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოქვეყნებული ტექნიკური ტერმინოლოგიების (რუს.-ქართ. და ქართ.-რუს. ნაწილების), მეტალურგიის, ფიზიკის, ქიმიის, ელექტროწევის, სატყეო-ტექნ., სტატისტიკისა და აღრიცხვის, გეოგრაფიის, ჰიდროტექნიკის, რადიოელექტრონიკის, სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, ვაჭრობის, ეკონ. და საქონელმცოდნეობის, ავტოტრანსპორტის, გეოფიზიკისა და სხვა ტერმინოლოგიების დამუშავებაში (1957, 1960, 1977, 1982). არის გამოცემული სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიური ლექსიკონის ერთ-ერთი რედაქტორი (1959). მანვე რედაქცია გაუწია ს. აბაშიძისა და ლ. აბაშიძის მიერ გამოცემულ სამედ. განმარტებით ლექსიკონს. გ.თ. არის 20 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. ტერმინოლოგიის გარდა იგი სწავლობდა და იკვლევდა ჩეჩნურ-ინგუშურ ენებს, რ-ებსაც ეძღვნება მისი შრომების დიდი ნაწილი.