-
ავტორი
- კატეგორიები: ფოლკლორისტი ფილოლოგი
გოგოჭური დავით ლევანის ძე
გოგოჭური დავით ლევანის ძე (15.XI. 1922, ბუჩუკურთა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი -2000, თბილისი), ქართვ. ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990). გ. დ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949 ). იკვლევდა ფოლკლორის ცალკეულ ჟანრებს, ხევსურული მელექსეობის, საგმირო, საწესჩვეულებო პოეზიის საკითხებს. ავტორია პროზაული მხატვრული კრებ. „ეს უმღერია პაპასა“ (1991). მას „ქართული ხალხური პოეზიის“ თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად, 1988). გ. დ.-მ გამოსცა ცალკე წიგნად -,, ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები“, (1977) და ,,ხალხური სიტყვიერება მავნე წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ“ (1978).
თხზ.: „მელექსეობა ხევსურეთში“, 1974, თბ.
ლიტ.: გოგოჭური დავით ლევანის ძე. საქართველო: ენციკლოპედია, (2012), ტ. 2, გვ. 71.