გოგიაშვილი ელენე ანზორის ასული (17.VIII.1975, თბილისი), ფილოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2018). ევროპის ზღაპრის საზ-ბის (Europäische Märchengesellschaft) წევრი (2001), ფოლკლორის საერთაშ. საზ-ბის (ISFNR) წევრი (2014), ვარშავის უნ-ტის ზღაპარმცოდნეობის საერთაშ. საზ-ბის (Interdyscyplinarny Bajkoznawczy Zespół Badawczy) წევრი (2019). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1997) და ასპირანტურა (2001), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პროფ. ზურაბ კიკნაძის ხელმძღვანელობით „ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები“ (2002). მიღებული აქვს სამეცნ.-კვლ. სტიპენდიები გერმანიაში. იყო გიუნტერ ფინდელის (1998-1999), მაინცის ევროპის ისტორიის ინს-ტის (2000-2002), DAAD (2004, 2009, 2001), ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბ-კის (2005, 2007), ფრიც ტისენის (2008-2009) სტიპენდიატი ერფურტის უნ-ტსა და გოთას სამეცნ. ბიბ-კაში. იყო თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი (2003-2006) და თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2006-2018). კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში: ზღაპრის მორფოლოგია, თანამედროვე თეორიები მითოლოგიასა და ფოლკლორისტიკაში, ამერიკის ხალხთა მითოლოგია, სკანდინავიური მითოლოგია, ჩერქეზული ფოლკლორი და ლიტ-რა და სხვ. გ. ე.-ს ხელმძღვანელობით განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვ. სამეცნ. ფონდის პროექტი „აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები“ (2019). გ. ე.-მ და მეცნიერთა ჯგუფმა დ. გარდავაძის, ნ. ქავთარაძის, ა. გოგოლაძის და თ. თათეშვილის შემადგენლობით შეისწავლა ზეპირსიტყვიერი ტექსტები, რ-ებშიც ლიტ. გავლენის კვალი შეინიშნება და წერილობითი წყაროები, რომლებშიც ფიქსირებული და ინტერპრეტირებული იყო ხალხ. წარმოშობის სიუჟეტები. ინტერდისციპლინური კვლევის სამეცნ. სიახლეებია: ევრ. და აღმოსავლური წარმოშობის სიუჟეტთა დამუშავება ქართულ ფოლკლორში, ლიტერატურული და ხალხ. მოტივების გავრცელების კონკრეტული გზები, უცხოური წარმომავლობის სიუჟეტთა ეროვნ. თავისებურებები, მათი რეცეფცია ნაციონალურ ნიადაგზე, ქართულ საისტ. ქრონიკებში დაცული თხზულებების ჟანრული თავისებურებანი აღმოსავლური, ევრ. და ქართ. თხრობითი ტრადიციების გათვალისწინებით და სხვ.
გ. ე. ავტორია 100-მდე სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორის 30-მდე უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემიით ქართველოლოგიის დარგში (2021).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გოგიაშვილი, ე. (2010). ამერიკის ხალხთა მითოლოგია, სახელმძღვანელო. თბილისი, უნივერსალი, ISBN 9789941128356; გოგიაშვილი, ე. (2011). მითოსური და რელიგიური სიმბოლიკის დინამიკა ზღაპრის სტრუქტურაში, თბილისი, უნივერსალი, ISBN 9789941173639; გოგიაშვილი, ე. (2020). ფოლკლორისტიკის თეორიები და მეთოდები, სახელმძღვანელო, თბილისი, თსუ გამომცემლობა.