-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი კინომცოდნე
გელაშვილი ლევან ალექსანდრეს ძე (01.XI.1984, ქ. თბილისი), ფილოლოგი, კინომცოდნე. ფილოლოგიის დოქტორი (2019). დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი (2005), მაგისტრატურა (2007) და დოქტორანტურა (2018), აგრეთვე, საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტი (2005). გ.ლ. არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (2018-დან), საქართვ. კინემატოგრაფიის ეროვნ. ცენტრის შტატგარეშე თანამშრომელი (2014-დან). გ.ლ.-ს ინტერესის სფეროა ქართ. მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, ლიტერატურისა და კინოს ურთიერთმიმართების საკითხები. იგი არის შემდგენელი კრებულებისა „ქართული ავანგარდიზმი“ (2021) და „საქართველოს კინოთეატრები. Georgian Movie Theaters. ქრონიკები, 1920-1990 წწ.“ (2022). დაჯილდოებულია წლის ეროვნ. ჯილდოთი პირველი ფერადი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის შექმნისთვის (2016).