-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
ეზუგბაია ლალი
ეზუგბაია ლალი (3. X. 1965, ქ. გალი), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1988). იყო გალის პირველი საშუალო სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი (1988-1995). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრამატიკული რიცხვის გამოხატვის სისტემა ზანურში“ (1999). მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტში შემდეგ პოზიცებზე: უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1995-2006). იყო ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი (2006-2013).
ეზუგბაია, ლ. (2010). მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები. მერიდიანი; ეზუგბაია, ლ. (თანაავტორი). (2010). ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში: ქართველური ენები. საიმედო.