-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე დოქტორი
ელბაქიძე მაკა ვახტანგის ასული (5.IX.1965, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი (1990). შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციის (ICLA) წევრი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლლოგიის ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტერატურის (1987) და თსუ-ის ასპირანტურა რუსთველოლოგიის სპეციალობით (1990). მუშაობდა თსუ-ის ქართ.-საზღვარგარეთული ლიტ. ურთიერთობების ლაბორატორიაში (1990-2006), თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე (2000-2006). მუშაობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ქართ. ლიტერატურის ისტორიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებულ პროფესორად (2006-დან), შ. რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის დირექტორის მოადგილისა (2006-დან) და ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (2012-დან). არის ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშ. ასოციაციის წევრი, ყოველწლიური სამეცნ. ჟურნ. „ლიტერატურული ძიებანის“ მთ. რედ. (2006); იგი დაჯილდოებულია „ნიზამის ოქროს მედლით“ (2021) და აზერბაიჯანის მეცნ. აკად. სიგელით (2025) ქართ.-აზერბ. კულტ. ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის (2021). მისი სამეცნ. ინტერესის ძირითადი სფეროებია ლიტერატურის ისტორია, რუსთველოლოგია და კომპარატივისტული კვლევანი. არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა. (ქართ., ინგლ., გერმ., რუს. ენებზე) და ორი მონოგრაფიისა: „ვეფხისტყაოსნის პოეტიკის ზოგიერთი საკითხი შუასაუკუნეების ფრანგულ რაინდულ რომანთან ტიპოლოგიურ მიმართებაში“ (2005; 2007); The Man in the Panther’s Skin in the Context of Medieval Literature (2018), რ-ებიც ეთმობა „ვეფხისტყაოსნის“ ტიპოლოგიური მიმართებების კვლევას შუასაუკუნეების მსოფლიო (როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ) ლიტერატურასთან. არის რედაქტორი და თანარედაქტორი რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის სამეცნ. კრებულებისა.: „ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა“ (2013); „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921–1941)“ (2016); „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941-1956)“ (2019); „ინტერკულტურული სივრცე: რუსთაველი და ნიზამი“ (2021); „ქუთაისი და ცისფერყანწელები“ (2024); „Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi“ (2024). არის მონაწილე და ორგანიზატორი არაერთი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის, სიმპოზიუმისა და კონგრესისა.
თხზ.: ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2012). ვაჟა-ფშაველა. რჩეული თხზულებანი 3 ტომად. თბ., ლიტ. ინ-ტის გამ–ბა; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2014). Georgian Christian Thought and Its Cultural Context. Vol.2. Leiden-Boston: Brill.; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2016). ვაჟა-ფშაველა. მარადიული ღირებულებები. თბ., სეზანი; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2016). ქართული ლიტერატურა. ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზმაში (შუასაუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე). ტ.1. თბ., საარი; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2016). Literature in Exile: Emigrants’ Fiction. 20th Century Experience. Cambridge Scholars Publishing; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2016). Eine kurse Einführung in die georgische Literatur. Ludwigsburg: Pop Verlag; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2016). The Knight in the Panther’s Skin – a Masterpiece in the World Literature. Nova publishers; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2018). უდაბნოთა ქალაქმყოფელი წმიდა გრიგოლ ხანძთელი. ლიტ. ინ-ტის გზამკვლევი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2018). Romanticism in Literature. On the Cross-road of Époques and Cultures. Scholar’s Press; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2023). ლიტერატურული ჟანრები. ტ.1. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამ–ბა; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2024). X-XII საუკუნეების ქართული ლიტერატურა. ლიტ. ინს-ტის გზამკვლევი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ელბაქიძე, მ. (თანაავტორი). (2025). Handbook of Georgian Literature. Brill.