-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი საპატიო დოქტორი
დებიაზი კლაუდიო (Debazi Claudio, 01. I. 1954, როვერეტო), საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, თსუ-სა და იტალიის უნ-ტებს შორის თანამშრომლობისა და საქართვ. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (25. 06. 2007).
დ. კ.-მ ვაჭრობა–ეკონომიკის ექსპერტის სპეციალობით დაასრულა კომერციულ–ტექ. ინ-ტი. იგი ვერონასა და ურბინოს უნ-ტებში სწავლობდა უცხო ენების ფაკ-ტებზე (1973-1980). ტრენტინო–ალტო–ადიჯეში საშ. და ტექ. სკოლების გერმ. და იტალ. ენების მასწავლებლად მუშაობდა (1983-1988). სტაჟირებაზე იმყოფებოდა იენის შილერის სახ. უნ-ტეტში (1985-1986).
დ. კ. ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში (1988). იგი იყო ვატიკანის საელჩოს უფლებამოსილი პირი საქართველოში ადმ. საკითხების მოგვარებაში (1990), შემდეგ კი – ევრ. სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი (2003-2005). იტალიის საელჩომ დ. კ. დანიშნა საქართველოში მყოფი იტალიელი ბიზნესმენების კოორდინატორად (2006).
დ. კ.-ს თანაავტორობით გამოიცა იტალიურ–ქართ. ლექსიკონის I (1999) და II ტომი (2004). მეცნიერის მონაწილეობით გამოიცა ქართ. ენის სახელმძღვანელო იტალიელებისათვის (2002).
დ. კ. აქტიურად თანამშრომლობდა თსუ–თან დასავლეთ ევროპის წამყვანი უნ-ტების სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში (2004).