-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჩიტაური ნათელა ლევანის ასული (20.I.1958, თბილისი), ფილოლოგი. აკად. დოქტორი . დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი, ქართ. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1975 – 1980). საქ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ასპირანტურა, ტექსტოლოგიის სპეციალობით(1981–1984). აკად. დოქტორი (2006). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ტექსტოლოგიის სამეცნ. კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი(2009). ქართ. ლიტერატურის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (2009-2006). ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ქართ. ემიგრანტული მწერლობის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1991–2006). ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ინფორმაციის, პუბლიკაციისა და ბიბლიოგრაფიის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1985–1991). ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნ–ტის სადისერტაციო საბჭოს კოლეგიის წევრი (2019).
თხზ.: ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2013). ვიქტორ ნოზაძე -კვალი ქართული კულტურის ისტორიაში (საიუბილეო კრებული). თბ., ლიტერატურის ინ–ტი., ISBN9789941062384; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2015). აკაკი წერეთელის თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად,ტ.VII. თბ., ISBN9789941164392; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2016). ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ნაციონალური იდენტობის პრობლემა. თბ., უნივერსალი, ISBN9789941227806; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2017). საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“ მასალები. თბ.,უნივერსალი, ISBN9789941260490; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2018). ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად, ტ.XVI ნაწილი I. თბ., საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ–კა, ISBN9789941962004; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2023). ქართული ინტერკულტურულ-მიგრაციული მწერლობა ახალი Weltliteratur-ის ჭრილში და ნაციონალური იდენტობა. თბ., უნივერსალი, ISBN9789941336959; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2023). აკაკი წერეთელის თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად, ტ. XI. თბ., საქართვ. მაცნე თბ., ISBN9789941168376; ჩიტაური, ნ. (2024). ორმაგი იმაგოლოგია როგორც გლობალიზაციის გამოწვევა ქართულ ინტერკულტურულ-მიგრაციულ ტექსტებში. XVII საერთაშ. სიმპოზიუმის „ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები, პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“ მასალები. თბ., გვ. 505-515. ISBN9789941363344; ჩიტაური, ნ. (თანაავტორი). (2024/ 2025). იდენტობათა რეკონსტრუქციები და ალტერნატივათა ძიება ქართულ ინტერკულტურულ-მიგრაციულ ტექსტებში. ჟურნ. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISSN15122514E, ISSN:2346772X. გვ. 138 – 160.