ჩიკვაიძე ეკა ბონდოს ასული (16.X.1969, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ქართ. ფილოლოგიის ფაკ–ტი (1992), ასპირანტურა (1996), თბილ. წმ. ანდრია მოციქულის სახ. სას. აკად. ბიზანტინისტიკის ფაკ–ტი (1995); ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (2005), ფილოლოგიის აკად. დოქტორი (PhD., 2008). თბილ. ეკონომიკის ინ–ტის ქართ. ენისა და ლიტერატურის მოწვეული მასწავლებელი (1992-1995), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (2006), თბილ. 27-ე საავტორო სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (2007-2009), საქართვ. უნ–ტის მოწვეული ლექტორი (2007-2008), პროფესორი (2009-2015), ილიას სახელმწ. უნ–ტის მოწვეული სპეციალისტი (2016), ქართ. ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი განათლების ცენტრ ,,რენომეში“ (2016-2017), კავკასიის უნ–ტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნ. სკოლის პროფესორი (2018); ბიზანტინისტთა ასოციაციის წევრი (1994); GCLA -ს წევრი (2020). ჩ.ე.-ს სამეცნ. ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ძვ. ქართ. ლიტერატურის საკითხებს, განსაკუთრებით კი - ქართულ ჰაგიოგრაფიულ კანონსა და მის თავისებურებებს ბიზანტიურთან მიმართებით. ჩ.ე.-მ თავის კვლევებში ხელახლა წამოჭრა კიმენის საკითხი ტერმინის მართებულობის თვალსაზრისით. გარდა ჰაგიოგრაფიისა, ჩ.ე.-ს ნაშრომებში ყურადღება ეთმობა ჰიმნოგრაფიის საკითხებსაც (წმ. აბოს ციკლის ტექსტებს), ასევე, ძვ. ქართ. საერო ლიტერატურის სპეციფიკას და თავისებურებებს (,,ამირანდარეჯანიანის“, ,,სვეტიცხოვლის საკითხავის“, ,,დავითიანის“, ,,ქეთევანიანის“ ჟანრობრივი კუთვნილება, ,,ამირანდარეჯანიანის“ პერსონაჟთა თავისებურებანი და სხვ.). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა სამეცნ. კრებულში, მათ შორის მაღალრეიტინგულ გამოცემებში.
თხზ.: ჩიკვაიძე, ე. (თანაავტორი). (2013). ლიტერატურული წერილები. თბ., მერიდიანი. ISBN978-9941-0-6707-5; ჩიკვაიძე, ე. (2014). კიმენურ-მეტაფრასული ტექსტების შედარებისათვის (წმინდა ბარბარეს წამების მიხედვით). თბ., ISBN 978-9941-0-1831-2; ჩიკვაიძე, ე. (2016). ნიკოლოზ გულაბერისძის ,,სვეტიცხოვლის საკითხავი“. თბ., მერიდიანი. ISBN 978-9941-9284-7-5; ჩიკვაიძე, ე. (თანაავტორი). (2022). სასულიერო მწერლობა. წერილები. თბ., მერიდიანი. ISBN-978-9941-8-4050-0.