ბჟალავა თამარ  ნიკოლოზის ასული
ბჟალავა თამარ ნიკოლოზის ასული

ბჟალავა თამარ  ნიკოლოზის ასული (23. V. 1958, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით “ნ/გ და დიელექტრიკების ფიზიკა” (1980). თსუ-ის სპეც. საბჭოზე მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი, სპეციალობით “რადიოფიზიკა” (1990), სადისერტაციო თემა: “ბრტყელი E- და H- პოლარიზებული ელექტრომაგნიტური ტალღების გაბნევა სხვადასხვა ელექტრული თვისებების მქონე ორ და სამ ცილინდრზე”. მუშაობდა მკვლევარად სამეც.-კვლ. ინ-ტში და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1980-1983); საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში, ზოგადი და რადიოფიზიკის კათედრაზე ასისტენტისა (1986-1992) და დოცენტის თანამდებობაზე (1992-2006), საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ასისტენტ პროფესორად (2009-2013), ასოცირებული პროფესორის (2013-2021), სრული პროფესორის (2021-დან) თანამდებობებზე (1983-დან). ბ. თ. არის მაგისტრატურის “საინჟინრო ფიზიკის” ხელმძღვ. (2018-დან). სადოქტორო სადისერტაციო და მაგისტრატურის საბჭოების კოლეგიის წევრი (2021-დან), რეცენზენტი, არაერთი მაგისტრანტის ხელმძღვ., 40 წლამდე პედ. საქმიანობისას სტუ-ში კითხულობს ზოგადი ფიზიკის, General Physics სასწ. კურსებს სტუ-ს ს/ს ფაკ-ტებზე, კომპიუტინგის, მოდელირების და სიმულაციის ს/ს კურსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამებში. ძირითადი სამეცნ. ინტერესები: ემ ტალღათა თეორია, გამოყენებითი ელექტროდინამიკის ამოცანები, სპექტროსკოპია, ნანო/მიკრო და ბიონაწილაკების ფიზ. თვისებების კვლევები, ფიზ. პროცესების მოდელირება, კომპიუტერული სიმულაცია. არის 40-მდე სამეცნ. სტატიის ავტორი: „მგორავი სფეროს მოძრაობის შენელების შესახებ“ (თანაავტორი, 2008);  „ნახევარგამტარული ხელსაწყოების დამზადების დიფუზიური და ეპიტაქსიალურ-დიფუზიური პროცესების შედარებითი დახასიათება“ (2009); „Investigations of Spectroscopic Characteristics of Virus-Like Nanobioparticles“; „LMS Moodle-ის გამოყენება ცოდნის დონის შესაფასებლად ზოგად ფიზიკაში(თანაავტორი, 2012);  Study of Spectroscopic Properties of Nanosized Particles of Core-shell Morphology (თანაავტორი, 2018). არის 10-ზე მეტი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშ. (რომი, მადრიდი, ათენი, პარიზი, ვენა, ფრანკფურტი, ანტალია და სხვა) კონფერენციის და ვორკშოპის მონაწილე, ადგილობრივი სამეცნ. ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი. შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის, საერთაშ. სამეცნ.-ტექ. ცენტრის (ISTC) და ევროკავშირის საგრანტო პროექტების (8) წამყვანი მკვლევარი (მათ შორის ორის ხელ-ლი). თანაავტორი “ვირუსების ვიბრაციული სიხშირის განსაზღვრის მეთოდის” (პატენტი P 2022 7426 B, 2022, საქპატენტი).

თხზ.: ბჟალავა, თ. (თანაავტორი). (2007). ლაბორატორიული პრაქტიკუმი ნახევარგამტარი მასალების, ხელსაწყოებისა და ინტეგრალური მიკროსქემების ტექნოლოგიაში: [სახელმძღვ. სტუდ.]. თბ., [ტექნ. უნ-ტი], ISBN 9789994094929; ბჟალავა, თ. (თანაავტორი). (2011). ფიზიკის ამოცანათა კრებული: მექანიკა, მოლეკულური ფიზიკა, თერმოდინამიკა, ელექტროსტატიკა, ელექტროდინამიკა. თბ., ტექნ. უნ-ტი]. ISBN 9789941200069; ბჟალავა, თ. (თანაავტორი). (2017). ბიონაწილაკთა სპექტროსკოპია. თბ., ISBN 9789941097973; ბჟალავა, თ. (2022). გამოყენებითი ბიოფიზიკა: (ბიოფიზიკა ინჟინრებისთვის, 15 თავი. თბ., საქ. ტექ. უნ-ტი, ISBN 9789941287497.