-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბრეგვაძე ალექსანდრე იოსების ძე
ბრეგვაძე ალექსანდრე იოსების ძე (27.XII.1915, ბორჯომი – 26.V.2003), პროფესორი, ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ–ტი. მუშაობდა პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტში. იყო ეკონ. აზრისა და ისტორიის განყ–ების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი ნაშრომი.
თხზ.: ბრეგვაძე, ალ. (1964). ბორჯომის მინერალური წყლის წარმოება, ისტორიულ ეკონომიკური ნარკვევი. თბ., გამომც. მეცნიერება; ბრეგვაძე, ალ. (1969). ჩაის მრეწველობის განვითარება საბჭოთა საქართველოში. თბ., გამომც. მეცნიერება; ბრეგვაძე, ალ. (1977). საკონსერვო მრეწველობის განვითარება საქართველოში (1921-1970). თბ., გამომც. მეცნიერება 1977; Брегвадзе, Ал. (1983). Славная станица историй. М.