-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ბრეგაძე ვასილ (29.VIII.1939, ქ. თბილ.) ინჟინერ-ფიზიკოსი, დაამთავრა მოსკოვის ფიზ. ტექნ. ინ–ტის რადიოტექნიკური ფაკ–ტი, სპეც. ბიოფიზიკა, (მოსკ. ოლქი, ქ. დოლგოპრუდნი, 1964); ასპირანტურა, მოსკოვის ფიზ. ტექნ. ინ–ტის ქიმიური და მოლეკულური ფიზიკის ფაკ–ტი, სპეც. ბიოფიზიკა (მოსკ. ოლქი, ქ. დოლგოპრუდნი, 1968); ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი სპეც. ბიოფიზიკა, სსრ კავშირის აკადემიის ბიოლოგიური ფიზიკის ინ–ტი (რუსეთი, ქ. პუსჩინო, 1970); ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, სპეც. ბიოფიზიკა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ–ტი (რუსეთი, ქ. მოსკოვი, 1989). უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, სსრკ მეცნ. აკადემიის ბიოფიზიკის ინ–ტი, (მოსკოვის ოლქი, ქ. პუსჩინო, 1964–1968); უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ–ტი (თბილისი, 1968–1971); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, საქ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ–ტი, ბიოპოლიმერების ფიზიკის განყ–ება (1971–1986); წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, საქ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ–ტი, სპექტრალური გამოკვლევების განყ–ება (1986–2006); უფრ. მეცნ. თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბირთვული, ფიზიკური და ოპტიკური მეთოდებით კვლევის განყ–ება (2006–2009); მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (2009-2024); მთავარი მეცნ. თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება, ბიონანომოლეკულური ფიზიკის ლაბორ. გამგე (2024-დან). ლექციების კურსი თსუ–ში; 7 საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვ. ბ.ვ. ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა აღიარა როგორც 2000–დან ერთ–ერთი ცნობილი მეცნიერი (ინგლისი,კემბრიჯი, 2009–2010). ის არის ამერიკული ქიმიური საზ–ების, საერთაშ. ეპრ საზ–ების და ოპტიკური–საინჟინრო საზ–ების წევრი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, ძირითადად მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში, მიღებული აქვს 3 პატენტი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში, იგი გამარჯვებულია 2 სამეცნ. საგრანტო პროექტში და მონაწილეობა აქვს მიღებული 3 სამეცნ. საგრანტო პროექტში, რ–ებიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ. ბ.ვ.–ს ციტირების ინდექსია 256 და h-ინდექსი 9.