ბოკუჩავა ირაკლი
ბოკუჩავა ირაკლი

ბოკუჩავა ირაკლი ვლადიმერის ძე (23.XI.1941 ქ. სენაკი), მათემატიკოსი. მათ. აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1959), თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1964),  რუსეთის მეცნ. აკად. ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახ. კონტროლის მეცნ. ინ-ტის ასპირანტურა (1966-1970). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა კიევის მათ. ინ-ტში (1974). იყო თბილ. ფიზ.-კიბერნეტ. პრობლემური ლაბორატ. უმცრ. მეცნ. თანამშრომელი (1964-1966), თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცრ. მეცნ. თანამშრომელი (1972-1973), ეკონომიკისა და სამართ. ინ–ტიას მეცნ. თანამშრომელი (1973-1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის სექტორის მეცნ. თანამშრომელი (1983-1990), თსუ–ის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორა­ტ. მეცნ. თანამშრომელი (1990-2006). არის 25 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. თავის კოლეგებთან ერთად დაწერა საქართველოში მათ. ტესტების პირველი კრებული. იყო “განახლების ქართულ-ამერიკული დასის” პრეზიდენტი (1996-2001).

თხზ.: ბოკუჩავა, ი. (2019). ჩემი საბჭოთა წარსული. გამომც. ინტელექტი; ბოკუჩავა, ი. (2022). როდემდე?. გამომც. ივერიონი;  პროექტი საქართველოს ინიციატივა“ (1993-1997 წლებში, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსათვის ურთულეს პირობებში, პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში სასწავ-ლებლად გაგზავნილი ფოთელი, თბილისელი, რუსთაველი და სენაკელი მოსწავლეების მოგონებები).